როგორ ვიზრუნოთ კანაფის ფესვთა სისტემაზე

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი


  • კანაბისის ფესვთა სისტემა

  • როგორ პირობებში ვითარდება ფესვთა სისტემა ყველაზე კარგად

  • გრუნტი თუ ჰიდროპონიკა

  • რით არის სასარგებლო ფესვი

  • დასკვნა
კანაფის ფესვთა სისტემა დაკავშირებულია გირჩების გემოსა და ეფექტთან. ეს კავშირი ბევრი გროვერისთვის წარმოადგენს ინტერესის სფეროს, რამდენადაც ფესვზე მოქმედებით შესაძლებელია მომავალი მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება. ყველა მებაღემ უნდა იცოდეს იმ პროცესების შესახებ, რომლებიც მიწის ზედაპირის ქვევით მიმდინარეობს, ასევე ამ პროცესებს გავლენაზე კანაბისის ზედა ნაწილზე. ზოგადად მებაღეები არ იაზრებენ კანაფის ფესვის მნიშვნელობას და შედეგად იღებენ მცირე რაოდენობის უხარისხო ხარვესტს. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ მოქმედებს მიწის ქვეშა ნაწილი გროვინგის შედეგებზე და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ფესვთა სისტემის მდგომარეობა.



კანაბისის ფესვთა სისტემა


5-6.jpg

როგორც ყველა მცენარე, კანაბისი ერთსა და იმავე დროს ცოცხლობს ორ სამყაროში და აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში. მიწის ზედა ნაწილი შთანთქავს სინათლის ენერგიას და ნახშირორჟანგს. ამის საშუალებით მცენარეს უჩნდება საშენი მასალები, ზრდისა და განვითარების ძალა. ბუჩქის მიწის ქვედა ნაწილი, რომელსაც მეცნიერები რიზოსფეროს უწოდებენ, შთანთქავს წყალს, მინერალებს და საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ნიადაგშია. ეს ყოველივე მას გადააქვს მცენარის ხილულ ნაწილში და აგროვებს ენერგიას სახამებლის სახით.

ფესვთა სისტემა სხვა და სხვა სახის არსებობს. მარიხუანას ფესვი მიწაში 1,5-2 მეტრით აღწევს, სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ნოყიერებაზე, მის გაჯერებულობაზე საკვები ბიოკომპონენტებით და მცენარის ზედა ნაწილის გაბარიტებზე. მიწის ქვეშა ორგანოები ფართოდ განშტოვდება, დაახლოებით 40 სმ. სიღრმეში. ყველაზე ხშირად მდედრი მცენარეების მასა რამდენჯერმე აღემატება მამრ ბუჩქებს.



როგორ პირობებში ვითარდება ფესვთა სისტემა ყველაზე კარგად


3-6.jpg

ჯანსაღი განვითარებისთვის მას მიწის ზედა ნაწილისგან განსხვავებული გარემო პირობები სჭირდება. მას უყვარს სიბნელე, ზომიერი ტენიანობა, დაბალი ტემპერატურა და დიდი რაოდენობით ჟანგბადი. ხშირად მებაღეებს პრობლემები ექმნებათ შემდეგი მიზეზების გამო:

  • ზედმეტი მორწყვა პროვოცირებს სტრესს;
  • მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის დროს ბოქსი ძლიერ ცხელდება, რაც გადახურებას იწვევს;
  • პატარა ზომის ქოთანი არ აძლევს საშუალებას ფესვებს გახსნან პოტენციალი სრულად, ამიტომ შეარჩიეთ მოზრდილი ქოთანი;
  • ცუდი ვენტილაციის მქონე შემავსებელი არ აძლევს ჟანგბადს მიწაში ღრმად შეღწევის საშუალებას, ამიტომ ფესვები განიცდიან დეფიციტს. კარგი ვენტილაციის მისაღწევად საკმარისია მიწის გაფხვიერება.
ჩამოთვლილი პრობლემები იწვევს კანაფის დაავადებებს. ყველაზე გავრცელებულია ლპობა და ობი.

ფესვების ზონაში ტემპერატურა 8-10 გრადუსზე ნაკლებია, ვიდრე მიწის ზევით. ის თითქმის არ იცვლება, ამიტომ ფესვები სულ ერთ მდგომარეობაშია. აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დაბალი ტემპერატურის დროსაც, წყალი იკავებს ფესვებისთვის საჭირო ჟანგბადს.

18 გრადუს ცელსიუსი - მინიმუმია ფესვების ოპტიმალური განვითარებისთვის. თუ მოცემულ ნიშნულზე ქვევით ჩამოდის, ფესვები რთულად შთანთქავს ფოსფორს და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს. რაც ნეგატიურად აისახება მცენარის ყვავილობაზე.



გრუნტი თუ ჰიდროპონიკა


1-11.jpg

არც ისე მართებულია იმის მტკიცება, რომ ფესვების ზომაზეა დამოკიდებული ნაყოფიერება. ამავე პრინციპით არ შეიძლება ზუსტად ითქვას, თუ სად გრძნობს ფესვთა სისტემა თავს უკეთ. არც ნიადაგი, არც ჰიდროპონიკა არ არის იდეალური, ამიტომ ყველაზე ეფექტური კონტეინერის შემავსებლის პოვნა - რთული ამოცანაა.

ფესვები, რომლებმაც ვერ მოასწრეს გაზრდა სრულ თავისუფალ სივრცეში, მებაღის შეცდომებს უფრო ადვილად იტანს. ორგანული წარმოშობის სასუქის გამოყენებისას, რომელიც ნიადაგს სასარგებლო ბაქტერიებით ავსებს, თქვენ ხელს უწყობთ მიწის ქვეშა ორგანოების განვითარებას. დამატებითი საკვების გარეშე, გაშლილი და ძლიერი ფესვთა სისტემის მიღება რთულია. სასუქებით კულტივაციისას ის იქნება უფრო ამტანი ზედმეტი წყლის, მარილების დაგროვების და pH დონის ცვლილების მიმართ. გამოიყენეთ მინერალური დანამატი აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით, რომელიც უნდა დაამატოთ თესლების დარგვისას.

სწორად აწყობილ კულტივირების სისტემაში კაკლები იკავებენ მცირე ადგილს გრუნტში, ამავდროულად მოაქვთ მეტი სარგებელი დიდი რაოდენობის ფესვებთან შედარებით. მაგალითად, ჰიდროპონიკაში ზრდისას, ფესვები ასტიმულირებს მცენარის ზედა ნაწილის სწრაფ ზრდას. ეს იმით აიხსნება, რომ ჰიდროპონიკაში არ არის გრუნტი, რომელიც თავის მხრივ აფერხებს საკვები ნივთიერებების პირდაპირ მცენარეში მიწოდებას.

შეიძლება თუ არა, გაკეთდეს დასკვნა, რომ წყალში მოყვანას აქვს უპირატესობები ნიადაგში მოყვანასთან შედარებით? შეუძლებელია, ყველაფერი არც ისე მარტივადაა.

მიწა უფრო ადვილად პატიობს მებაღეს შეცდომებს. ეს ინერტული გარემოა, ამიტომ უარყოფითი ცვლილებები მაშინვე არ აისახება სტრეინზე. ამ შეფერხების წყალობით, გროვერს რჩება დრო გამოასწოროს შეცდომები. სხვა მხრივ, კანაფის ზრდის სიჩქარე ნიადაგში ნაკლებია ვიდრე ჰიდროპონიკაში. ნიადაგში გროვინგი მეტი მოსავლის აღების საშუალებას იძლევა.

თუ მებაღეს არ აქვს დრო და ცდილობს დააჩქაროს სტრეინის მომწიფება, უმჯობესია გამოიყენოს ჰიდროპონიკა. ჰიდროპონიკის გამოყენება მოსახერხებელი და პრაქტიკულია ინდორში დიდი ნათესებისთვის.



რით არის სასარგებლო ფესვი


6-6.jpg

ფესვთა სისტემაზე ზრუნვა - ნამდვილი შრომაა, თუმცა დახარჯული ძალისხმევა არა მხოლოდ დიდი მოსავლით ანაზღაურდება, არამედ სხვა შესაძლებლობებსაც მისცემს გროვერს. კანაფის ფესვის გამოყენება სამედიცინო დანიშნულებით შეიძლება. ჯერ კიდევ ათასი წლის წინ, ჩინელი ექიმები აკეთებდნენ მისგან ფხვნილს და ამზადებდნენ მალამოს, რომელიც ხსნიდა ტკივილს და აჩქარებდა ჭრილობების შეხორცებას. რომაელები ფაფას იდებდნენ დამწვრობაზე, ხოლო ნახარშს ტკივილის გასაყუჩებლად იყენებდნენ, რაც დაჭრილ მებრძოლებს ბრძოლის ველზე ეხმარებოდათ. ინგლისელი და ამერიკელი ექიმები მას ანთების საწინააღმდეგოდ და სახსრების ტკივილის დროს იყენებდნენ.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ კანაბისის ფესვის ეთანოლის ექსტრაქტში ასევე არის:

  • ფრიდელინი და ტრიტერპენ კეტონი, რომლებსაც ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ასევე ამაღლებს იმუნიტეტს;
  • ქოლინი, რომელიც უჯრედებს აძლიერებს;
  • ატროპინი, პოზიტიურად მოქმედებს თვალის კუნთებზე.
ფესვების გამოყენება ნარკოტიკის სახით არ გამოვა, რადგან მათში ტგკ და კბდ ძალიან მცირე რაოდენობით არის. ფოთლებშიც კი მეტი ნივთიერებაა ვიდრე ფესვებში, ამიტომ ეფექტს ნუ დაელოდებით.



დასკვნა


4-6.jpg

იმისათვის, რომ უზრუნველყოთ კანაბისის ჯანსაღი და სწრაფი ზრდა, უნდა იზრუნოთ არა მხოლოდ მიწის ზედა ნაწილზე, არამედ მიწის ქვედაზეც. კანაბისის ფესვთა სისტემის მოვლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუ გსურთ მიიღოთ შთამბეჭდავი შედეგები.

 
Назад
Сверху