კანაფის მოსავლის აღების სახელმძღვანელო

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი



  • რისთვის არის საჭირო კანაბისის გირჩების მოჭრა?

  • როდის სჯობს გირჩებისმოჭრა, გაშრობამდე თუ მის შემდეგ? („სველი შემოჭრა“ და „მშრალი შემოჭრა“)

  • რამოდენიმე შენიშვნა პროცესის უკეთ გასაგებად

  • როგორ მოვჭრათ ყვავილედები პროფესიონალურად

  • რა დაგჭირდებათ

  • ერთჯერადი ხელთათმანი

  • სინები

  • სამუშაო ადგილის მომზადება

  • დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ ხელთათმანი

  • სეკატორის ან მაკრატლის საშუალებით მოაჭერით მცენარეს ტოტი

  • თითებით მოაშორეთ დიდი მარაოსებრი ფოთლები

  • მოჭერით შაქრიანი ფოთლები

  • მოახდინეთ თქვენი მცენარის უტილიზაცია


რისთვის არის საჭირო კანაბისის გირჩების მოჭრა?


obrezka-kustov-konopli-min.jpg

მოვიდა მოსავლის აღების დრო! საჭიროა თუ არა კანაბისის გირჩების შემოჭრა? როდის არის ამისათვის საუკეთესო დრო და საერთოდ რატომ იქცევიან ასე გროვერები?

ывп1.jpg

კანაბისი გირჩების შემოჭრამდე და შემდეგ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიზეზს ყვავილედების მოსაჭრელად:

  • მოჭრილი ყვავილედები უფრო ხარისხიანად ითვლება. ინტერნეტ გამოცემებში ხშირად ყვავილედები სრულად მოჭრილია (ნაწილობრივ მაინც). ეს გარეგნობა ასოცირდება კარგ განჯასთან, ამიტომ მოუჭრელი ყვავილედები ზოგ ადამიანს ნაკლებად მომხიბლავად მიაჩნია.
  • საუკეთესო სუნი - ახლად მოჭრილ გირჩებს, რომლებიც ქილებში უნდა მოათავსონ, უდაოდ აქვს საუკეთესო სუნი. დროთა განმავლობაში ბალახის სუნი მძაფრდება. მოუჭრელი გირჩები, რომლებიც ჰერმეტულ კონტეინერში დიდი ხნის განმავლობაში ინახება (რამოდენიმე კვირიდან თვემდე), იძენს თივის სუნს.
  • უფრო სასიამოვნო გემო - ვეიპინგის და მოწევის დროს ფოთლები ყელისთვის/ფილტვებისთვის უფრო აგრესიულია, ვიდრე ყვავილედები. ზედმეტი ფოთლების მოჭრა გირჩებს უფრო სასიამოვნოს ხდის მოწევისა და ვეიპინგისთვის.
  • ტეტრაჰიდროკანაბინოლის მეტი შემცველობა - ტრიქომებით დაფარულ ფოთლებსაც კი ტგკ-ს და სხვა კანაბინოიდების ბევრად მცირე შემცველობა აქვთ, ვიდრე ყვავილედებს. რაც ნიშნავს, რომ კანაფის შემოჭრილი გირჩები, როგორც წესი, მზა პროდუქტში, ტგკ-ს შემცველობის შედარებით მაღალ დონეს ფლობს.
ბევრ გროვერს სურს გირჩების შემოჭრა, მაგრამ არ სურთ ტყუილად ტგკ-ს დაკარგვა, ამიტომ ისინი ამუშავებენ მოჭრილ ფოთლებს ტგკ-ს მისაღებად. ფოთლებისგან კარგი მასალის მისაღები მრავალი საშუალება არსებობს. შედარებით ეფექტური ხერხია ჰაშიშის მომზადება მშრალი ყინვის საშუალებით, ასევე ზეთის, ექსტრაქტების (კაფსულებში) დამზადება.

2.jpg

ეს სტაფის ნაწილებია - ძალიან კარგად შემოჭრილი კანაბისის მაგალითი!  



როდის სჯობს გირჩების მოჭრა, გაშრობამდე თუ მის შემდეგ? („სველი შემოჭრა“ და „მშრალი შემოჭრა“)


მებაღეები ორივე მეთოდს წარმატებით იყენებენ, ამიტომ არ არსებობს „სწორი“ ან „არასწორი“ მეთოდი. როდესაც საქმე კანაბისის შემოჭრას ეხება, მებაღეების ნაწილი ამას გაშრობამდე, ნაწილი კი გაშრობის შემდეგ აკეთებს. შრობის წინ შემოჭრას „სველ შემოჭრას“ უწოდებენ, რადგან მუშაობის პროცესში იგრძნობა, რომ ფოთლები ჯერ კიდევ ტენიანია. შრობის შემდეგ შემოჭრას „მშრალ შემოჭრას“ უწოდებენ, რადგან ყვავილედები უკვე მშრალია. გროვერების უმრავლესობა მარაოსებრ ფოთლებს თითებით გაშრობამდე აშორებს, თუმცა არსებობს მებაღეების ჯგუფი, რომელიც მცენარეს თავქვე ჰკიდებს ყოველგვარი შემოჭრის გარეშე.

3.jpg

სველი შემოჭრის მაგალითი - ყველა ფოთოლი შორდება გირჩების გაშრობამდე. მცენარეს მოშორებული აქვს ფოთლები და შრება. „სველი შემოჭრა“ ხშირად მარიხუანას ყვავილედების ბევრად ლამაზ შესახედაობას სძენს.

4.jpg

მშრალი შემოჭრის მაგალითი - გირჩების გაშრობამდე მოშორებულია უმნიშვნელო რაოდენობის ფოთლები. გროვერს ფაქტიურად არ მოუშორებია მარაოსებრი ფოთლები! ამის მაგივრად მცენარე გასაშრობად დაკიდეს თავქვე.   გაშრობამდე შემოჭრა („სველი შემოჭრა“) სასურველია მაშინ, როცა:

  • შესაძლებელია ობის გაჩენა;
  • შენობაში მაღალი ტენიანობაა (60%-სე მეტი ტენიანობა);
  • თუ მცირე ფართის შენობაში შრება ბევრი მცენარე;
  • თუ უბრალოდ გსურთ, რომ გირჩები მალე გაშრეს.
შემოჭრა გაშრობის შემდეგ („მშრალი შემოჭრა“) დასაშვებია მაშინ, როცა:

  • არ არსებობს ობის გაჩენის საშიშროება;
  • შენობაში დაბალი ტენიანობაა (45%-ზე დაბალი);
  • თუ გსურთ, რომ გირჩები შედარების დიდი ხნის მანძილზე შრებოდეს (სწრაფი შრობა - თივის სუნის გაჩენის მიზეზია);
  • თუ გსურთ, რომ ყვავილედები იყოს უფრო მკვრივი;
  • თუ არ ხარ წინააღმდეგი, რომ გირჩებმა დაკარგოს კაშკაშა ფერი (მშრალი შემოჭრის ყვავილედები, როგორც წესი კარგავენ მწვანე/იასამნისფერ ფერს და იძენენ ყავისფერ ან ნაცრისფერ ელფერს).


რამოდენიმე შენიშვნა პროცესის უკეთ გასაგებად


ყველაზე დიდი განსხვავება არის ის, რომ „მშრალი შემოჭრის“ შემდეგ, ყვავილედები მნიშვნელოვნად უფრო მკვრივი და ერთგვაროვანია. მშრალი და სველი შემოჭრის შემდეგ გირჩების სუნი ცოტა განსხვავდება, თუმცა ორივე შემთხვევაში სურნელი ძალიან კარგია. არცერთი მეთოდი სუნზე განსაკუთრებულად არ მოქმედებს. მშრალი შემოჭრით ყვავილედები ყავისფერ ელფერს იძენს. შედარებით შესამჩნევი ეფექტი ყველაზე ხშირ ფოთლებიან მცენარეებზე შეიმჩნევა, რომლებსაც, შესაძლებელია, რომ გასაშრობად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ. რაც შეეხება გემოს/სირბილის/ეფექტის შედარებას, დაკვირვებებით შერეული შედეგები მიიღებოდა. ანუ, არ არსებობს არანაირი კანონზომიერება. ეს ყოველივე დამოკიდებულია პირად უპირატესობებზე, რომლებიც შტამებთან ერთად იცვლება. ყველა მებაღე ირჩევს სხვა და სხვა მეთოდს. ზოგი მას მოსავლის აღებისთანავე ახორციელებს, ზოგი შრობის პროცესში, ზოგიც კი შრობის შემდეგ. მეტიც, ზოგიერთი გროვერი საერთოდ უარს ამბობს მსგავს ოპციაზე. ამ შემთხვევაში არ არსებობს სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება.  



როგორ მოვჭრათ ყვავილედები პროფესიონალურად



რა დაგჭირდებათ


ბასრი მაკრატელი მაკრატელი - შეარჩიეთ ხარისხიანი ინსტრუმენტი, მაგალითად Fiskars ბრენდი. პირები თხელი და ბასრია, თქვენი ყვავილედის იდეალურად მოვლას შეძლებთ. აღნიშნულ მაკრატელს აქვს ზამბარა, რომელიც ავტომატურად ხსნის მას, შესაბამისად არ დაგეღლებათ ხელები. გასაკრეჭად გამოგადებათ ნებისმიერი ფოთლების მოსაჭრელი მაკრატელი (ბონსაი).

5.jpg

დიდი სეკატორი, ან დიდი მაკრატელი დაგეხმარებათ მცენარეების მოჭრაში მოსავლის აღების შემდეგ. ისინი გამოიყენება ცალკეული ტოტების მოსაჭრელად. ფოთლებისთვის სიფრთხილით გამოიყენეთ სპეციალური მაკრატელი, რადგან ზოგიერთი ტოტი საკმაოდ სქელია, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მისი დაბლაგვება. ყვავილედების მოსაჭრელად მაკრატელი უნდა იყოს მაქსიმალურად ბასრი!  



ერთჯერადი ხელთათმანი


ერთჯერადი ხელთათმანი იცავს ხელებს. მის გარეშე ხელები ყვავილედებთან შეხების შემდეგ წებოვანი გექნებათ, რაც შეგიქმნით პრობლემას, ფისი საკმაოდ რთული მოსაშორებელია ხელებიდან.  



სინები


დაგჭირდებათ სინი გაუკრეჭავი ყვავილედებისთვის, კიდევ ერთი გაკრეჭილებისთვის, მესამე კი ნარჩენებისთვის (რასაც მოჭრით). რა თქმა უნდა, კანაფის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი არააბსორბირებული ბრტყელი ზედაპირი, მაგრამ სინი ძალიან მოსახერხებელია და ეკონომიურიც. როდესაც მოიმარაგებთ საჭირო ინვენტარს, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ეტაპებზე, რომლებსაც შემდგომში განვიხილავთ. მზად იყავით, რომ ამან შეიძლება დიდი დრო წაგართვათ, ეს დამოკიდებულია სტაფის მოცულობაზე, რომელთან მუშაობაც მოგიწევთ. მნიშვნელოვანია! არ დაგავიწყდეთ შეინახოთ ყველაფერი, რასაც მოჭრით! მოჭრილი ზედმეტი ფოთლების გამოყენება შესაძლებელია საკვების ან ჰაშიშის მოსამზადებლად. თუ ფოთლებზე შეამჩნევთ ტრიქომებს (მბზინავ ნადებს), იცოდეთ, რომ მათგან უამრავი სასარგებლო ნივთიერების მოგროვება არის შესაძლებელი! თუ კვირტი ძალიან პატარა, ან თხელია, მას ასევე ნარჩენებთან ერთად ათავსებენ.  



1. სამუშაო ადგილის მომზადება


მანამ, სანამ გაკრეჭვას დაიწყებთ, უნდა შექმნათ მოსახერხებელი სამუშაო გარემო. პროცესს შესაძლებელია იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე გაქვთ გათვალისწინებული. ზოგადად, რეკომენდირებულია პროცედურას დაუთმოთ მინიმუმ ერთი დღე. ოპტიმალური ვარიანტია დილით უქმეებზე, იმ შემთხვევისათვის, თუ მოსალოდნელზე მეტი დრო გახდება საჭირო. რაც შეეხება ადგილს, სუფთა, იატაკზე მდგომი (ხალიჩის, რბილი ზედაპირის გარეშე) ცარიელი მაგიდა იდეალური ვარიანტია! რაც არ უნდა ფრთხილად იყოთ, ფოთლები იქნება ყველგან, ამიტომ ეცადეთ პროცედურა ისეთ ადგილას ჩაატაროთ, რომლის დალაგებაც არ გაგიჭირდებათ. თუ ოთახში ხალიჩა, ან იატაკის რბილი ზედაპირია, გადააფარეთ ზეწარი ან ბრეზენტი, მასზე წებოვანი ტრიქომების თავიდან ასაცილებლად. დადეთ სინები, რადგან მათი გამოყენება მალე მოგიწევთ. სუნის კონტროლი: გაკრეჭვისას დგება მძაფრი სუნი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფოთლები ნედლია! შენობაში, რომელშიც შეასრულებთ სამუშაოს, იქნება კანაბისის სუნი, იმაზე ბევრად მძაფრი, ვიდრე ყვავილობის სტადიაზე. ურიგო არ იქნება გამოიყენოთ ნახშირის ფილტრის მქონე გამწოვი ვენტილატორი (სწორედ ის, რომელსაც გროურუმში იყენებთ). მას შემდეგ, რაც მოამზადეთ სივრცე, დროა დაიწყოთ მუშაობა!  



2. დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ ხელთათმანი


შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხელთათმანი, თუმცა, რეკომენდირებულია ლატექსის. ხელთათმანი მალე ისვრება ფისით და ხდება წებოვანი.

6.jpg

შემოჭრის შედეგი თითებზე. თუ არ იყენებთ ხელთათმანს, მოიმარაგეთ სამედიცინო სპირტი, ის გამოგადგებათ თითებიდან ფისის მოსაშორებლად! საპონი და წყალი არ გიშველით. ასევე შეიგიძლიათ ფისი მოგროვება - ის ხომ იგივე ჰაშიშია!  



3. სეკატორის ან მაკრატლის საშუალებით მოაჭერით მცენარეს ტოტი


შესაძლებელია პირველად მოგინდეთ მხოლოდ ერთი ტოტის მოჭრა, რათა ჩამოყალიბდეთ რა არის გასაკრეჭი. ასე შეძლებთ გაიაზროთ, თუ რამდენად დიდ ტოტთან გსურთ მუშაობა. მოსავლის აღებისთანავე შემოჭრა ასევე იძლევა მოსავლის ეტაპობრივად აღების საშუალებას. თუ გარკვეული მიზეზების გამო საქმის ნახევარ გზაზე მიტოვება მოგიწევთ, კვირტები კიდევ რამოდენიმე დღე იქნება წესრიგში, მანამ სანამ ისინი ღეროზეა (მაშინაც კი, თუ მცენარე სრულად არის გადატეხილი). ტოტების შემოჭრისას განსაზღვრეთ თქვენთვის ოპტიმალური სიგრძე, რომელთანაც მოხერხებულად იმუშავებთ.  



4. თითებით მოაშორეთ დიდი მარაოსებრი ფოთლები


ეს არის ფოთლები, რომლებიც ღეროს მიმართულებით გაწევისას მარტივად შორდება მცენარეს. მოაგროვეთ ისინი შემდგომი უტილიზაციისათვის.

7.jpg

ასე გამოიყურება ყვავილედები მარაოსებრი ტოტების უმეტესობის ხელით მოშორების შემდეგ. შეიძლება გქონდეთ დიდი მარაოსებრი ფოთოლი, რომელიც „შედის“ ყვავილედში და თითებით ვერ მისწვდეთ მის ძირს. არ იდარდოთ, მის მოშორებას მარტივად შემდეგ ეტაპზე შეძლებთ. ბევრ ფოთოლზე არ არის ტრიქომების საკმარისი რაოდენობა. თუ გეგმავთ ფოთლების გამოყენებას ჰაშიშის დასამზადებლად, მსგავსი ფოთლები ცალკე მოაგროვეთ, რათა მათი ცალკე გადაყრა შეძლოთ.  



5. მოჭერით შაქრიანი ფოთლები


მიაქციეთ ყურადღება პატარა ფოთლებს, რომლებიც ყვავილედებიდან ჩანს; მათ „შაქრიან ფოთლებს“ უწოდებენ და არ აშორებენ. იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოდის გირჩების საზღვრებიდან, მათ ჭრიან მაკრატლით.

8.jpg

გაკრეჭილი და გაუკრეჭავი ღეროს მაგალითი თუ შაქრიანი ფოთლები დაფარულია ტრიქომებით, გროვერები ხშირად მათ ტოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ მარიხუანას მოწევას ან ვეიპინგს, სპეციალისტები ამას არ გირჩევენ, რადგან ნებისმიერი ზედმეტი ფოთოლი მძიმეს ხდის გირჩებს მწეველის (ვეიპერის) ფილტვებისთვის. შეინახეთ შაქრიანი ფოთლები ცალკე, თქვენ შეძლებთ ტრიქომების მოგროვებას ექსტრაქტების, ზეთის და ჰაშიშის დასამზადებლად. შაქრიანი ფოთლები იჭრება ყვავილედის დონეზე და აძლევს მას მომრგვალო, გლუვ ფორმას. ზოგ ყვავილედს ყოველთვის აქვს შაქრიანი ფოთლები, რომლების დანახვა შემოჭრის შემდეგაც კი არის შესაძლებელი. სწორედ ასე იზრდება ზოგიერთი კანაბისის გირჩი და ეს ნორმალური გენეტიკური ვარიაციაა. როდესაც რთულია იმის განსაზღვრა, თუ სად სრულდება ყვავილედი და იწყება შაქრიანი ფოთლები, უბრალოდ ეცადეთ სამუშაო გულდასმით შეასრულოთ. უნდა დაგრჩეთ ტოტი შემოჭრილი ყვავილედით, როდესაც საქმეს გაითავისებთ, გაიმეორეთ პროცესი კანაბისის დანარჩენ ტოტებზე! მაქსიმალურად ეცადეთ რომ ყველა ნარჩენი მოათავსოთ სინზე, რაც არა მარტო შეგინახავთ მეტ ნარჩენს ჰეშირებისთვის, არამედ სივრცის მოწესრიგებაშიც დაგეხმარებათ! გაკრეჭვის პროცესი მოითხოვს დროს, თუ საჭირო დრო გათვალისწინებულზე მეტი აღმოჩნდა, არ იდარდოთ, მოსავლის აღება შეგიძლიათ ეტაპობრივად. თუ ყვავილედები უკვე გაშრა, მაგრამ ყველას შემოსაჭრელად არ გქონდათ საკმარისი დრო, კიდევ უფრო გაშრობის თავიდან აცილების მიზნით შეინახეთ ისინი ქილებში. პროცედურას შეგიძლიათ მოგვიანებით დაუბრუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩებს ექნება თივის სუნი. გაკრეჭვის შემდეგ მაკრატელი (და თითები) დაფარული იქნება ფისით, მტვრით. არ გადაყაროთ ეს ნივთიერება - ეს კანაბისის კონცენტრირებული ფისია! შეგიძლიათ მისი ვეიპინგი და მოწევა!  



6. მოახდინეთ თქვენი მცენარის უტილიზაცია


დროულად მოიშორეთ მცენარის ნარჩენები! მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა მცენარის ნარჩენების უტილიზაცია. დაჭერით მცენარე და მოათავსეთ ტომრებში. არ გადაყაროთ ტომრები სივრცის სრულ დალაგებამდე. დროა გადახვიდეთ მოსავლის შრობისა და დაძველების ეტაპზე, იმის მიხედვით, თუ რა ეტაპზე განახორციელეთ შემოჭრა.  

 
Назад
Сверху