გროუბოქსი კანაფისთვის: კონსტრუქციის თავისებურებანი, შემადგენელი ნაწილები

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი


  • ვენტილაციის სისტემა
  • სინათლის წყარო
  • ნატრიუმის აირგანმუხტვის ნათურები (დნატ -ნატრიუმის მილისებური)
  • ენერგოეფექტური (ესლ)
  • შუქდიოდური (LED)
  • მიკროკლიმატის კონტროლი
  • გროუბოქსის მუშა მოდელის ნიმუში
  • რეზიუმე
დამწყები მებაღეებისთვის ყველაზე მარტივია გროუბოქსის (კარადის მსგავსი სპეცკონსტრუქცია, კარკასითა და მასზე დაჭიმული ტენტით) გამოყენება. ყუთის შიგნით თავსდება ქოთანი, მონტაჟდება სინათლის წყარო, სავენტილაციო სისტემა და სხვა მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მაქსიმალურად კომფორტული გროვინგისთვის. მსგავსი მოწყობილობა ფართოდ გამოიყენება კანაფის დახურულ სივრცეში მოსაყვანად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

img_0198.jpg

გროუბოქსი შეუცვლელი ინსტრუმენტია მარიხუანას კულტივირებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, მწარმოებლები ცდილობენ დაამზადოთ მაქსიმალურად უსაფრთხო კონსტრუქციები. ბოქსები დამზადებულია მაღალი ხარისხის მყარი, ცეცხლგამძლე მასალისგან. ტენტი გახლავთ მკვრივი, ჰაერგაუმტარი ნაჭერი, რომელიც არ ატარებს ჰაერს, ტენს და სინათლეს. მეტი იზოლაციისთვის ის აღჭურვილია ელვა-შესაკრავებით, რომლებიც ბოქსის შიგნით საჭირო მიკროკლიმატის შექმნისა და შენარჩუნების საშუალებას იძლევა. თუ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ყუთი აღმოჩნდა, ის არ იქნება საკმარისი კულტივირებისთვის. მხოლოდ ბოქსის სრული კომპლექტაცია მოგცემთ საშუალებას, მიიღოთ რეალურად შესანიშნავი მოსავალი.

 

ვენტილაციის სისტემა


de0ceadba95e.jpg

საკმარისია თუ არა კონსტრუქციაში მხოლოდ სავენტილაციო ხვრელების არსებობა კანაფის განვითარებისთვის? ძირითადად არა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. ასეთ შემთხვევაში, გროვერს დასჭირდება დამატებითი აღჭურვილობის, ან ხელსაწყოების შეძენა. მცირე ზომის გროუბოქსებში, ჰაერის მოძრაობის გასაუმჯობესებლად ქულერებს იყენებენ (მაგალითად, ძველი კომპიუტერის ქულერი). ამგვარად ნამდვილად შეძლებთ ეკონომიის გაწევას. ჰაერის მიმოცვლის სისტემა აუცილებელია მცენარისთვის. თუ როგორი იქნება ის, თქვენი გადასაწყვეტია.

იმისათვის, რომ არ ჩავუღრმავდეთ თითოეული მოდელის თავისებურებებსა და განმასხვავებელ მახასიათებლებს, ცალსახად გირჩევთ არხის ვენტილატორის შეძენას. ის გამოიყენება უშუალოდ გროვინგში და ეფექტურია მებაღეობის ამ მიმართულებაში. მოწყობილობის ძირითადი ფუნქცია - ჰაერის მოძრაობის უზრუნველყოფა და თანაბრად განაწილებული ტემპერატურის შენარჩუნებაა ბოქსში. ოპტიმალური პარამეტრები 22-28 გრადუსი გახლავთ. სწორედ ქულერები აგრილებენ ნათურის მიერ გაცხელებულ ჰაერს. მარტივი ექსპლუატაციისათვის, მწარმოებლები გთავაზობენ დამატებითი ელექტრო ტაიმერის გამოყენებას, ტემპერატურის მაჩვენებლით, რომელიც გროუბოქსის სამუშაო სივრცის ტემპერატურის ავტომატური რეგულირების საშუალებას იძლევა.

ჰაერის ვენტილაციის სისტემის კიდევ ერთი სასურველი კომპონენტი - ნახშირის ფილტრია. მისი ფუნქციონირება არ არის დაკავშირებული ჰაერის გაგრილებასთან. საუბარია ჰაერის ნაკადის გასუფთავებაზე მინარევებისგან, არასასიამოვნო სუნისგან. ასეთი ფილტრაცია სრულიად გამორიცხავს კანაფის სუნის გაღწევის საშუალებას გროუბოქსიდან. კანაფის განსაზღვრული შტამებისთვის მსგავსი მოწყობილობები ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით კი Skunk, Diesel, Cheese-ის წარმომადგენლებისთვის.

 

სინათლის წყარო


enie-v-groubokse.jpg

სინათლის ენერგია - წარმატებული გროვინგის კიდევ ერთი აუცილებელი ფაქტორია. მებაღეს შეუძლია გამოიყენოს ფანჯრიდან შემომავალი შუქი, ან თუნდაც ჩვეულებრივი ოთახის სანათი. სხვა საქმეა, თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი. დიდი ალბათობით შედეგი იქნება ცუდი და არ გაამართლებს თქვენს მოლოდინს. გაითვალისწინეთ, რომ თავად მცენარეს არ ეშინია სიბნელის, მაგრამ სინათლის ტალღების გარკვეული სპექტრის ნაკლებობამ და სხივების სუსტი კონცენტრაციის ნაკადმა, შეიძლება გამოიწვიოს მცენარის სისუსტე და უხარისხო მოსავალი. მხოლოდ საკმარისი რაოდენობის წითელი და ლურჯი სპექტრის შემთხვევაში მიიღება კანაფის ზრდის მასტიმულირებელი ენერგია.

სპექტრის გარდა მნიშვნელოვანია ნათურის სიმძლავრე. ყველა აუცილებელი პირობა დამახასიათებელია შემდეგი ნათურებისთვის:

 

ნატრიუმის აირგანმუხტვის ნათურები (დნატ -ნატრიუმის მილისებური)


unnamed.jpg

სულ ცოტა ხნის წინ, აღნიშნული ნათურები ყველაზე ეფექტურებად ითვლებოდა ხელმისაწვდომ ნათურებს შორის. ინტენსიური წითელი და ლურჯი სპექტრი მცენარეს მაქსიმალურად კომფორტულად ზრდის საშუალებას აძლევს. ნატრიუმის ნათურების მინუსი მათი სიმხურვალეა. ნათურები მნიშვნელოვნად ათბობენ ჰაერს, მცენარესთან მცირე მანძილით დაშორების შემთხვევაში ხშირია დამწვრობა. აუცილებელია მცენარესა და ნათურას შორის მანძილის მუდმივი კონტროლი, ასევე აუცილებელია ძლიერი სავენტილაციო სისტემის მონტაჟი. კიდევ ერთი ნაკლი - პოტენციურად საშიში აირებია, რომლებმაც როგორც გროვს, ასევე მებაღეს შეიძლება მიაყენოს ზიანი.

 

ენერგოეფექტური (ესლ)


img_8985_enl.jpg

სახელწოდებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია აღნიშნული ნათურების უპირატესობა. ისინი მოიხმარენ საგრძნობლად ნაკლებ ენერგიას სხვა ნათურებთან შედარებით. გარდა ამისა, ნათურები თითქმის არ ხურდება, შესაბამისად არ ახდენს გავლენას მიკროკლიმატზე (კერძოდ ტემპერატურაზე გროუბოქსში). სტანდარტულ კომპლექტში, გროვერისთვის საკმარისია წყვილი ნათურების შეძენა: 2700კ და 6400კ., რომლებიც ერთდროულად უნდა გამოიყენოს. თუ საუბარია დამატებით განათებაზე და არა უშუალოდ ძირითად წყაროზე, შესაძლებელია ნათურების ცალკეულად გამოყენება.

 

შუქდიოდური (LED)


mpa_a55eco_e27.jpg

მოწყობილობებში ძირითადად შუქდიოდები მუშაობს და იდეალურია კანაფის დახურულ გრუნტში კულტივირებისთვის. ფიტონათურებს აქვს მრავალი უპირატესობა, სინათლის სხვა ნებისმიერ წყაროსთან შედარებით. კერძოდ დაბალი ფასი, სინათლის ყველა აუცილებელი სპექტრი, მინიმუმი გაცხელება და ძალიან მცირე რაოდენობით ენერგიის მოხმარება. თუ გროვერს არ სჭირდება სრულსპექტრიანი ნათურა, შესაძლებელია მულტი ან ბიქოლორული ნათურების შეძენა. შესანიშნავი უნივერსალიზმი - ფიტონათურების კიდევ ერთი უპირატესობაა. მაგალითად, ხაზოვანი ფიტოსანათი სოიუზ2, სრული სპექტრის სინათლის ბიუჯეტური ნათურების მშვენიერი ვარიანტია. მოცემულ მოწყობილობას უწყვეტ რეჟიმში 50 ათასი საათი შეუძლია მუშაობა!

 

მიკროკლიმატის კონტროლი


klimat__1_.jpg

არ იფიქროთ, რომ მიკროკლიმატის ავტომატიზირებული მართვის სისტემა უსარგებლო ნივთია. არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც მსგავს მოწყობილობას გადაურჩენია გროვი. იქ, სადაც ყველა წვრილმანი გათვალისწინებულია, გროვინგი აუცილებლად წარმატებული იქნება. მოწყობილობა მნიშვნელოვნად ამარტივებს გროვინგის პროცესს, მებაღისგან მხოლოდ დროული მორწყვა და სასუქის დამატება არის საჭირო.

მაგალითად, კლიმატ-კონტროლის ავტომატური სისტემა Jarvis დამოუკიდებლად აფიქსირებს ტენიანობისა და ტემპერატურის მაჩვენებლებს და აცნობებს მათ მებაღეს. მებაღე დამოუკიდებლად განსაზღვრავს კლიმატურ პირობებს, რომლებსაც ჯარვისი მომდევნო კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს მაქსიმალური სიზუსტით და საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირებს მაჩვენებლებს. სისტემა აკონტროლებს ჰაერის მოძრაობას და განათებას, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია მებაღისთვის.

არსებობენ მებაღეები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გროვინგის შედეგი, არამედ კანაფის მოყვანის მთელი პროცესი. ისინი მიჩვეულები არიან გროვის განვითარების დამოუკიდებლად კორექტირებას. შესაბამისად, მათთვის Jarvis ზედმეტი ნივთია.

 

გროუბოქსის მუშა მოდელის ნიმუში


maxresdefault.jpg

ყველა კომპონენტის დამოუკიდებლად შერჩევა, კონსტრუქციის სწორი გათვლების ჩატარება, სიმძლავრისა და სხვა პარამეტრების შესაბამისობის განსაზღვრა - საკმაოდ რუტინული და რთული პროცესია. თუ არ გსურთ დროისა და ძალისხმევის დახარჯვა, შეგიძლიათ შეიძინოთ მზა გროუბოქსი, სრული კომპლექტაციით. მაგალითად, გროუბოქსი „ჯინი“. ორიენტირება მხოლოდ ბუჩქების რაოდენობასა და საკუთარ ბიუჯეტზე მოგიწევთ. მწარმოებელი გროუბოქსის დასამზადებლად იყენებს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს, გაყიდვამდე ახდენს თითოეული ნაწილის ტესტირებას.

კონსტრუქცია ყუთის კარკასია, რომელზეც იჭიმება გროუტენტი, ის არ ატარებს შუქს, ტენს და ჰაერს. იმისათვის, რომ არ შეიქმნას სტრესული სიტუაციები, მებაღისთვის აღჭურვილია სპეციალური ფანჯარა, რომლებიდანაც შესაძლებელია დაკვირვება ბუჩქზე. ალუმინის კარკასი, მიუხედავად სიმსუბუქისა, გამოირჩევა სიმკვრივითა და სანდოობით. თუ გაჩნდა მანიპულაციების ჩატარების აუცილებლობა, გამოიყენეთ ელვა-შესაკრავი. კონსტრუქციის დაშლა-აწყობისათვის არ არის საჭირო არანაირი ცოდნა. კომპლექტს მოჰყვება ინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ბოქსის აწყობის პროცესი. დაკეცილი ბოქსი კომპაქტურია და არ დაიკავებს დიდ ფართს.

მნიშვნელოვანია! გროუტენტის შიდა მხარე დაფარულია ფოლგირებული სინათლის ამრეკლავი მასალით, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განათების ხარისხს. სინათლის გაფანტული ნაკადი ირეკლება და ხვდება მცენარის ყველაზე მიუწვდომელ ნაწილებს.

გროუბოქს „ჯინი“- ში გამოყენებულია სუბბრენდ „გაგარინი“-ს სხვა და სხვა სიმძლავრის ფიტონათურები. მათი მუშაობის საფუძველი - სრული სპექტრის შუქდიოდებია. მწარმოებელი ატარებს წინასწარ გათვლებს, ამიტომ თითოეული ფიტონათურა იდეალურია ბოქსის კონკრეტული მოდელისათვის.

ბოლო მომენტი - სავენტილაციო სისტემა. „ჯინი“-ში არის არხის ვენტილატორები, წინასწარ დამონტაჟებული ნახშირის ფილტრებით. ისინი ფიქსირდება ჰაერის გამტარ „მკლავებში“ და უზრუნველჰყოფენ ჰაერის მასების მოძრაობას, ასევე გამორიცხავენ სასუქისა და მარიხუანას სუნის ბოქსიდან გაღწევას. ავტომატური კონტროლის სისტემა ასევე შედის კომპლექტში. საკმარისია ბოქსის დენის წყაროში ჩართვა და ყველაფერი თავად იმუშავებს.

გაითვალისწინეთ ბოქსის გაბარიტები და თქვენი გროვის მოცულობა. მაგალითად, აუტომოყვავილე შტამის 2 ბუჩქი, თავისუფლად ჩაეტევა მინიგროუბოქსში 600х600х1400მმ., დიდი პლანტაციისთვის კი, საჭირო იქნება მაქსი ბოქსი „ჯინი“(2900х2000х2000 მმ).

 

რეზიუმე


გროუბოქსის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შერჩევა თქვენი არჩევანია, თავად გადაწყვიტეთ, იქნება ეს ბოქსის სრული კომპლექტი, თუ მხოლოდ კარკასი ტენტით. მასალაში დეტალურად იყო აღწერილი ყველაფერი, რაც საჭირო იქნება გროვერისთვის სახლში კულტივირებისას.

 
Последнее редактирование модератором:
Назад
Сверху