ავტომოყვავილეები: ვარჯიში, გადაღუნვა, დეფოლაცია

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი


  • რა მიზეზით შეიძლება ავტომოყვავილეს არ მოუხდეს ვარჯიში?
  • როდის შეიძლება ავტომოყვავილეების ვარჯიში?
  • რომელი მეთოდი სჯობს ავტომოყვავილეებისთვის?
  • დეფოლაცია
  • LST (Lowstresstraining)
  • ScrOG (ScreenofGreen)
  • ტოპინგი
1-05-11-20.jpg

მცენარის მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით, მებაღეები გროვინგის სხვა და სხვა მეთოდს იყენებენ. ამ პროცედურებს ვარჯიშს, მოსავლიანობის ამაღლების და განვითარების კონტროლის ტექნიკას უწოდებენ.

ავტომოყვავილე მარიხუანას მოყვანისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ვარჯიშის ყველა ტიპი არ უხდება. გროვერების ნაწილი იყენებს ყველა მეთოდს, რაც იწვევს შედეგების გაუარესებას ან მცენარის სიკვდილს. ამ სტატიაში მოთხრობილია ყველაფერი ავტომოყვავილეების ვარჯიშის შესახებ.

 

რა მიზეზით შეიძლება ავტომოყვავილეს არ მოუხდეს ვარჯიში?


3-1.jpg

ავტომოყვავილის კულტივაციის დროს პრობლემები მისი ყვავილობის ფაზაზე დამოუკიდებლად გადასვლის უნარის გამო წარმოიქმნება.

თითქმის ყველა ტექნიკა ვეგეტაციის სტადიაზე გამოიყენება (როდესაც მცენარე სიმაღლეში იზრდება და იკრეფს მწვანე მასას). კანაფის მთელი ენერგია იხარჯება ახალი ტოტების და ფოთლების წარმოქმნაზე, სტრეინი ადვილად აღიდგენს ძალებს სტრესის შემდეგ, მას აქვს დროის მარაგი სასარგებლო კომპონენტების მისაღებად. ავტომოყვავილეებს თითქმის არ აქვს ვეგეტაციის ეტაპი, სქესის გამოვლენის შემდეგ, ისინი პრაქტიკულად მაშინვე იწყებენ ყვავილობას. სწორედ ამ მიზეზით იძლევიან ისინი ადრეულ ნაყოფს.

ფოტოპერიოდული შტამების კულტივირების დროს მებაღეს შეუძლია მისცეს მცენარეს საკმარისი დრო ტრავმების შემდეგ ძალების აღსადგენად. ამ პერიოდში მცენარე აწყობს თავის სტრუქტურას და განაგრძობს განვითარებას მანამ, სანამ არ მიაღწევს საჭირო გაბარიტებს. მხოლოდ ამის შემდეგ გადაგვყავს ბუჩქი ყვავილობის ფაზაში, რომლის დროსაც იწყება გირჩების ფორმირება. ავტომოყვავილეების სწორი ვარჯიში ზრდის ნაყოფის რაოდენობასა და ზომას, თუმცა პროცესი არც ისე მარტივია.

იმის მიუხედავად, აღიდგინა ძალები მცენარემ თუ არა, ავტომოყვავილეების ვეგეტაცია სრულდება დაახლოებით 1-1,5 თვეში. თუ გროვერი იყენებს ვარჯიშის სხვა და სხვა მეთოდებს, მცენარეს უწევს ძალების აღდგენა. ამ დროს აქცენტი გადატანილია მცენარის სრულყოფაზე და არა იარების მოშუშებაზე. მაშინაც კი, თუ პროცესი 1 კვირა გაგრძელდება, გამოვა, რომ გათვალისწინებული 1 თვიდან, ვეგეტაციაზე 3 კვირა წავა. ამ ნაკლის გამო, ბუჩქი ვერ აღწევს დიდ გაბარიტებს, შესაბამისად არ მიიღება ბევრი ყვავილედი.

ფაქტიურად, ავტომოყვავილე კანაბისის ყველანაირი ვარჯიში შეგიძლიათ, მაგრამ მოსავლის რაოდენობის გაზრდის მიზნით ჩატარების შემთხვევაში, სარგებელს ნამდვილად ვერ მიიღებთ. შესაძლოა ნაკლები გირჩებიც კი მიიღოთ, ვიდრე დატვირთვების გარეშე მიიღებდით.

მიუხედავად ამისა, არსებობს ვარიანტები, რომელთა შემთხვევაში, მაინც გამოდის მოსავლის რაოდენობის გაუმჯობესება. ეს არის მსუბუქი სტრესის ვარჯიშები, რომლებიც მარიხუანას ფიზიკურად ნაკლებად აზიანებს და სტრეინი არ ანელებს ზრდას. თუ გამოიყენებთ ამ მეთოდებს ხანგრძლივი ვეგეტაციის მქონე ავტომოყვავილეებთან, ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ. მდიდარი ხარვესტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კულტივირების კარგი პირობების შექმნითა და სათანადო სასუქის ოპტიმალური პროპორციების შერჩევით.

 

როდის შეიძლება ავტომოყვავილეების ვარჯიში?


1-1.jpg

მცენარის განვითარებაში ჩარევა შეიძლება არა მხოლოდ მოსავლის გაუმჯობესების, არამედ ბუჩქის გაბარიტების კონტროლის მიზნით. ზრდის კონტროლი სასარგებლოა ინდორში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან მცირე ბუჩქის დამალვა ბევრად მარტივია. ზოგადად გროუბოქსს აქვს 50-100სმ. სიმაღლე, გარდა მცენარისა, მასში უნდა დაეტიოს განათება, კონტეინერები და სავენტილაციო სისტემა. დამატებით საჭიროა დაახლოებით 30 სმ. ჯიშების უმრავლესობა არ ჯდება ამ კრიტერიუმში, მაშინაც კი თუ მათთვის დამახასიათებელი საშუალო სიმაღლეა. პატარა სტრეინების ვარჯიშიც სასარგებლოა. ჯუჯა კანაფის კულტივირების დროსაც კი, მოგიწევთ ტოტების მიმართულების რეგულირება, რათა გირჩებმა მიიღოს მეტი შუქი.

შეგიძლიათ მოჭრათ ხელისშემშლელი, ან უსარგებლო ფოთლები, გაშალოთ ისინი სხვა და სხვა მხარეს. გროვერები ჭრიან ბუჩქის კენწეროებს და ზრდიან ბუჩქებს ერთ სიბრტყეზე, რათა ყველა ბუჩქმა თანაბრად მიიღოს სინათლის ენერგია. ზოგჯერ მებაღეს გამოსდის ნაყოფიერების ზრდა, თუმცა ამ საქმეში ბევრია დამოკიდებული გამოცდილებაზე, დანამატებზე და განათების სიმძლავრეზე.

ყველა ტექნიკას შეუძლია ბუჩქის ზომის კონტროლი და საბოლოო ხარვესტის ზრდა, თუმცა მეორე ეფექტის გარანტიის მოცემა ავტომოყვავილეების შემთხვევაში არ შეიძლება.

 

რომელი მეთოდი სჯობს ავტომოყვავილეებისთვის?


ავტომოყვავილეებისთვის უმჯობესია ისეთი დატვირთვების შერჩევა, რომლებსაც ისინი აუცილებლად გაუმკლავდებიან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა განეკუთვნება ნაკლებად სტრესულ კატეგორიას. თუ ყველაფერს დროულად და სწორად აკეთებთ, კვებავთ მცენარეს, ის ახდენს არა მხოლოდ ბუჩქის ფორმირებას, არამედ მძიმე ხარვესტსაც მოგცემთ.

 

დეფოლაცია


4-1.jpg

უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მსხვილი ფოთლების მოჭრა. ჩაატარეთ ის მხოლოდ ჯანმრთელ კანაბისზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება სავალალო იყოს. დეფოლაცია ყვავილობის სტადიაზე სრულდება, მაშინ, როდესაც ბუჩქის სტრუქტურა და მოცულობა უკვე ფორმირებულია. ყვავილობის პერიოდში დიდი მარაოსებრი ფოთლები იწყებენ მეტი ენერგიის შთანთქმას, ვიდრე წარმოქმნიან ფოტოსინთეზის პროცესში. ეს ფოთლები აყოვნებენ მცენარის ზრდასა და განვითარებას. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლო ციკლის ბოლოს მარაოსებრი ფოთლები ყვითლდება და კვდება. ფოთლების შემოჭრა საშუალებას აძლევს სტრეინს გამოიყენოს მთელი ენერგია და კონცენტრირება მოახდინოს გირჩების წარმოქმნაზე. შედეგად, ყვავილედები იზრდება უფრო მსხვილი, რაც პოზიტიურად აისახება პლანტაციის ნაყოფიერებაზე.

გარდა ამისა, ფოთლების მოშორების საშუალებით, სინათლე და ჰაერი უკეთ აღწევს ბუჩქის შუა ნაწილში. ქვედა დონეზე მდებარე ნაყოფი არ იფარება მწვანე მასით და იზრდება იგივე ზომის, რაც მცენარის ზედა ნაწილზეა. შედარებით მცირე მოცულობის მარიხუანას სტრუქტურა ამცირებს ობის წარმოქმნის ალბათობას. ობი ხშირი მოვლენაა მაღალი დონის ტენიანობის გროუბოქსებში.

 

LST (Lowstresstraining)


5-1.jpg

ამ შემთხვევაში კანაფის ღეროს ღუნავენ, რათა მისცენ მას ჰორიზონტალური მდებარეობა. ღერო ფიქსირდება სამაგრებით, რაც აიძულებს გვერდით განშტოებებს ზევით ზრდას. შედეგად, თითოეული ტოტი ერთი ძირითადი ღეროს ნაცვლად, რამოდენიმე მსხვილი ღეროს ფორმირებას ახდენს.

ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ ბუჩქის ზომა და ფორმა. LST-ს მეშვეობით შესაძლებელია სივრცის ეკონომია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გროვერისათვის. მაგალითად, თუ გროვერს ბოქსში მხოლოდ ორი 1,5 მეტრიანი ბუჩქი ეტევა, LST-ს საშუალებით, ბუჩქების სიმაღლის შეზღუდვით (40-60სმ.) ის შეძლებს დატიოს 4 ბუჩქი 2 დონეზე. შესაბამისად მებაღე იგივე ფართიდან მეტ მოსავალს მიიღებს.

ავტომოყვავილე ჯიშების გადაღუნვით ვარჯიში უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება ადრე (ღერო უნდა იყოს გამაგრებული). პირველი გადაღუნვა დარგვიდან რამოდენიმე კვირაში ხდება, როცა მცენარე იწყებს სწრაფი ტემპით მწვანე მასის მატებას. შესაფერისი მომენტის განსაზღვრა შესაძლებელია ბუჩქზე 4-5 კვანძის გაჩენის შემდეგ. გვიან სტადიაზე გირჩევთ თავი შეიკავოთ პროცედურისაგან, რადგან ის მხოლოდ ზრდას შეაჩერებს.

 

ScrOG (ScreenofGreen)


6-1.jpg

სგროგი ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელიც არ აზიანებს მცენარეს. ის ახდენს მხოლოდ ტოტების ზრდის სტიმულირებას. ინგლისურიდან ტექნიკის სახელწოდება ითარგმნება როგორც „მწვანე ეკრანი“.

პროცედურა გულისხმობს მცენარის ვერტიკალური ზრდის შეზღუდვას, მასზე ბადის გაჭიმვის საშუალებით. დროთა განმავლობაში ეკრანს შემოეხვევა კანაფის ღეროები და განაგრძობს ზრდას ბადის სიბრტყეზე. ბადის ქვევით მდებარე ყველა ფოთოლი და ზედმეტი ღერო იჭრება, რათა მცენარემ მათზე ტყუილად არ ხარჯოს ენერგია.

ამ ტექნიკის დახმარებით, ხდება ყველა ყვავილედის თანაბარი განათება, რაც პოზიტიურად აისახება ნაყოფიერებაზე. გროვერს ეძლევა საშუალება აკონტროლოს სტრეინის ზრდა და მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოს თავისუფალი სივრცე. ავტომოყვავილეები კარგად რეაგირებენ ScrOG-ზე, იცვლება ბუჩქის წყობა, რაც შეეხება ნაყოფიერებას, აქ საქმე რთულადაა. მხოლოდ ზოგიერთი შტამი შეძლებს გამოცდილი გროვერის ხელში მოსავლის გაუმჯობესების დემონსტრირებას. როგორც წესი, მებაღეები იყენებენ ScreenofGreen-ს არა ხარვესტის ზრდისთვის, არამედ ბუჩქის ზრდის კონტროლისათვის. როგორც გადაღუნვის, ასევე ამ შემთხვევაში, ტექნიკის გამოყენებას ვეგეტაციის სტადიაზე გადასვლამდე გირჩევთ.

 

ტოპინგი


7-1.jpg

დეფოლაციის მსგავსად, ეს ტექნიკაც შემოჭრას გულისხმობს, მაგრამ ამ შემთხვევაში იჭრება არა დიდი ფოთლები, არამედ სტრეინის ცენტრალური ღეროს კენწერო. მიუხედავად იმისა, რომ მის ადგილზე იზრდება რამოდენიმე ახალი კენწერო, ასეთი ვარჯიში მაინც არ არის სასურველი ავტომოყვავილეებისთვის. გაზრდილი კენწეროები შთანთქავს ერთნაირი რაოდენობის ზრდის ჰორმონებს და შუქს, ბუჩქი კი შედეგად ღებულობს ერთზე მეტ ცენტრალურ ღეროს. პროცედურის შედეგი ასევე აისახება მცენარის ვერტიკალურ ბრტყელ ზედაპირზე განვითარებისას. მცენარე ფართოვდება, იზრდება ფესვები და გირჩების რაოდენობაც იმატებს.

ტოპინგის დადებითი შედეგების მიღება ყველაზე ხშირად შესაძლებელია მხოლოდ ფოტოპერიოდული ჯიშების შემთხვევაში. კენწეროების აღდგენა 1-2 კვირას საჭიროებს, ავტომოყვავილეებისთვის ეს დრო ვეგეტაციის დროის ნახევარია, ამიტომ მოსავლის ზრდაზე საუბარიც კი ზედმეტია. ავტომოყვავილეებისთვის მეთოდი გამოიყენება ზრდის შეზღუდვისა და სამუშაო ფართის გათავისუფლებისათვის.

 
Назад
Сверху