სუბსტრატის მომზადება!

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
მე გამოვიყენებ ქოქოსის სუბსტრატს, ჩემთვის ეს საუკეთესო ვარიანტია - მოსახერხებელი, მარტივი, კარგი პროდუქტიულობით.

სტანდარტული ბრიკეტი იწონის 600-650 გრამს, შეფუთვაში უწერიათ, რომ მისგან უნდა მივიღოთ 7 ლიტრი ტენიანი ქოქოსის ნიადაგი, მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არ არის. სხვადასხვა მწარმოებლებისგან ქოქოსი განსხვავებულ მოცულობას იძლევა, შესაძლოა ერთი მწარმოებელი უშვებდეს სხვადასხვა მოცულობასაც კი, ასე რომ, არც ისე ადვილია გამოვთვალოთ რამდენი სუბსტრატი გამოვა, ვთქვათ 100 გრამი მშრალი ქოქოსისგან. ჩვენ ამას ვაკეთებთ თვალის ზომის, უმჯობესია შემდეგში გამოვიყენოთ რეზერვი, რომ ქეისინგის დროს არ მოხდეს გაუთვალისწინებლობა.

ბროკეტი საკმაოდ მყარია, უმარტივესი გზაა დავანაწევროთ დანით. შედეგად მიღებული დიდი ნაჭრები დავამტვრიოთ ხელებით უფრო პატარა ნაჭრებად. დაამატეთ მშრალი ვერმიკულიტი, მას სჭირდება სუბსტრატის მოცულობის დაახლოებით 30%. მე ვაკეთებ ვერმიკულიტის გარეშე, რადგან არ მაქვს.

ქოქოსის დამატენიანებლად გჭირდებათ თბილი წყალი, დაამატეთ თანდათანობით, აურიეთ და შეამოწმეთ ტენიანობა. უნდა გამოვიდეს ისე რომ ხელის ზომიერი მოჭერით წყალმა დაიწყოს წვეთვა და არ გამოიწვიოს წყლის ნაკადი.

1.jpg

2.jpg3.jpg4.jpg



მზა დატენიანებულ სუბსტრატს ვათავსებთ ქილებში, სახურავი ბოლომდე არ უნდა დაეჭიროს, უნდა დაჩეს პატარა ნაპრალი ჰაერისთვის, იმისათვის რომ ქილები არ გასკდეს სტერილიზაციის დროს.

ჩავდოთ ქვაბში, სტერილიზაციას ვახდენთ 90 წუთის განმავლობაში. აუცილებელია დაველოდოთ სრულ გაგრილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ამოვიღოთ ქილა. ჩემთვის ერთი სტერილიზაცია ყოველთვის საკმარისი იყო, პარანოიდს შეუძლია გაასტერილოს მეორედ :)
 

ქეისინგი!

გავწმინდოთ ოთახი ან ის სივრცე სადაც განხორციელდება სამუშაო, ამ ეტაპზე სისუფთავე არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავად სამუშაო ადგილი და ყველაფერი რაც გამოყენებული იქნება მუშაობის პროცესში, იწმინდება სპირტით.

ახალბედა მიკოლოგის ინსტრუმენტები:

5.jpg

ქილიდან მარცვლეულს ვიღებთ ნაჭრებად, როგორც ეს შესაძლებელია, არ უნდა შეგეშინდეთ, რომ ის დაზიანდება, არაფერი მსგავსი არ მოხდება. როდესაც ყველაფერი უკვე მოთავსებულია თასში, კოვზის უკანა ნაწილი ნაზად დაჭირეთ გადმოღებულ ხორბალს, ისინი იშლება ცალკეულ მარცვლებად და გამოიყურება ასე:

6.jpg7.jpg

დაამატეთ ქოქოსი, რომელიც უკვე მზად არის, კარგად აურიეთ. მარცვლეულის პროპორცია ქოქოსთან უნდა იყოს 1-3-თან ან 1-4-თან.

გადაიტანეთ მიღებული მასა კონტეინერში და თავზე დააყარეთ ქოქოსის საფარი, რომლის სისქე უნდა იყოს დაახლოებით 1 სმ. ძალია სქელი ფენის გაკეთება არაა საჭირო, ზრდას დიდი დრო დასჭირდება. ასევე კონტეინერის კიდემდე დატოვოთ ადგილი დაახლოებით 0.5 სმ ეყოფა.

მას შემდეგ რაც ქეიქი გადატანილია კონტეინერში, ის უნდა შევფუთოთ ფოლგით ან საკვების ცელოფნით. მე ვირჩევთ ცელოფანს, მისი საშუალებით ყველაფერი შესანიშნავად ჩანს და მარტივად შეგიძლიათ დააკვირდეთ ზრდის პროცესს, ასევე მეთოდიც შედარებით მარტივია. ცელოფნის კიდეებს ვამაგრებთ სკოჩით კონტეინერზე, როგორც ფოტოში ჩანს. ცელოფანს ვუკეთებთ 20-25 ხვრელს ნემსის წვერით, რომ ჰაერი ხელმისაწვდომი იყოს ქეიქისთვის.

8.jpg9.jpg10.jpg11.jpg

კონტეინერები უნდა შეირჩეს სათბურის (ქეისის) ზომის შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს მართკუთხა, კვადრატული ან თუნდაც მრგვალი, განსხვავება არ არის. კონტეინერის სიმაღლე ოპტიმალურია 7-10 სმ, უფრო დიდი კონტეინერის აზრს მე ვერ ვხედავ პირადად.

მაქვს კონტეინერები 2 ლიტრი მოცულობის, ზომები 20 * 13 * 8 სმ. ერთი ქეიქის მისაღებად გამოიყენება 650-700 მლ მარცვლეული და დაახლოებით 1.2-1.3 ლ ქოქოსის სუბსტრატი. თანაფარდობა არის 1-2 თან, ეს დასაშვებია, მაგრამ უმჯობესია გავაკეთოთ ისე, როგორც დავწერე ზემოთ 1-3 თან ან 1-4 თან.

ყველაფერი მზად არის. ჩვენ მათ თბილ ადგილს მივუჩენთ ზრდისთვის, გვჭირდება ტემპერატურა 28-30 გრადუსი.

12.jpg

 ​
 
Назад
Сверху