რით არის საინტერესო ფსილოციბინური სოკო Psilocybe cubensis

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი



  • Psilocybe cubensis მოკლე აღწერა

  • რომელ სოკოში შეიძლება შეგვეშალოს

  • სად იზრდება Psilocybe cubensis და როგორ მოვიყვანოთ ის

  • Psilocybe cubensis მოყვანა აუთდორში

  • როგორ შევარჩიოთ სათანადო ადგილი

  • როგორ მოვაწყოთ ადგილი კულტივირებისთვის

  • ვკრეფთ ნაყოფს

  • როგორ გავაშროთ სოკო

  • მაგიური სოკოების წინასწარი გაშრობა

  • „ოქროს ქუდების“ გაშრობა საშრობის საშუალებით

  • დამწყები მებაღეების ძირითადი შეცდომები

  • როგორ მოიხმარენ Psilocybe cubensis

  • ჩაი

  • სმუზი

  • ლიმონის მათრობელა სასმელი

  • ყველაზე მარტივი ვარიანტი

  • ზემოქმედება
Psilocybe cubensis ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოკოა, რომელიც ახდენს ფსიქოტროპულ ზემოქმედებას. ნაყოფი სავსეა ფსილოციბინის ჰალუცინოგენური ნაერთებით და ფსილოცინომით. მიწის ზედა ნაწილს სხვა და სხვა გვარად უწოდებენ: „მაგიური სოკოები“, «golden tops», „კოლოფები“ და „ოქროს ქუდები“. იმის გამო, რომ ეს გავრცელებული და კულტივირებაში მარტივი ჯიშია, მას გაუჩნდა მრავალი ფანი. პოპულარობის ზრდა, მისი უძლიერესი ნაროკტიკული ეფექტია.

საკმარისია მათ გარეგნობას შეხედოთ, მიხვდებით, თუ რა შეუძლიათ მათ. სოკო მიმზიდველია. მეცნიერული სახელწოდება, ქართულად ჟღერს, როგორც „მელოტი თავი“. მიუხედავად მისი გარეგნობისა, სოკო არც ერთ დეგუსტატორს არ ტოვებს გულგრილს.



Psilocybe cubensis მოკლე აღწერა


bensis-ma_di-cc.jpg

სოკოების მოკრეფისას, უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ განვასხვავოთ ისინი სხვა ჯიშებისგან. ამაში დაგეხმარებათ მათი მახასიათებლები:

Cubensis — ჯადოსნური სოკო, რომლის გარჩევა სხვა სოკოებისგან მარტივია. მისი სავიზიტო ბარათი - ამობურცული ქუდია, 2-8 სმ. ზომის. რაც უფრო დიდია სოკო, მისი ქუდი უფრო ბრტყელდება, ცენტრში ჩნდება ბორცვაკი. ახალგაზრდა სოკო გამოირჩევა წითელი-მოყავისფრო ფერით, ზრდასრული - ოქროსფერი-ყავისფერით.

ტენიანი კლიმატი ნაყოფს ხდის წებოვანს. ტენიანობის დონეზეა დამოკიდებული სოკოს ფერი, ანუ აღნიშნული ფერები შეიძლება შეიცვალოს. ქუდი არ ხასიათდება სიმკვრივით, ის ადვილად ზიანდება.

ფეხის ზომა შეადგენს 4-15 სანტიმეტრს სიმაღლეში და 0,5-1,5სმ. სისქეში. ახალგაზრდა ეგზემპლარების ცნობა შესაძლებელია თეთრი ფეხის საშუალებით, ზრდასრულების კი - მოყვითალო ფერის. როგორც ფსილოციბინების უმრავლესობა, Psilocybe cubensis აქვს სახამებლის გემო და არომატი.

წარმოდგენილი ოჯახის ფსილოციბინური სოკოების სპორები შეფერილია მეწამული-მოყავისფრო ან ნაცრისფერი-შავი ელფერით. ფსილოცინის შემცველობა მშრალ პროდუქტში ხშირ შემთხვევაში 0,14-0,42$-ია, ხოლო ფსილოციბინის 0,44-1,35%, ფეხი კი 0,09-0,30% და 0,05-1,27%-ს შეიცავს.



რომელ სოკოში შეიძლება შეგვეშალოს


mushrooms.jpg

არსებობს სოკოების რამდენიმე სახეობა, რომლებში შეიძლება Psilocybe cubensis შეგვეშალოს, იმ შემთხვევაში, თუ სოკოს დამწყები მომხმარებელი კრეფს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათ შესახებ, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიცავს შხამს. მათ აქვთ მსგავსი მახასიათებლები: ზომა, ფორმა, „ბეჭედი“ ფეხზე ქუდის ქვეშ, მაგრამ აქვთ ასევე განმასხვავებელი მახასიათებლებიც, რომლებიც დაგეხმარებათ საშიში ჯიშების ამოცნობაში.

უვნებელი „ტყუპი“ - ეს გახლავთ Stropharia semiglobata და Stropharia-ს სხვა სახეობები, რომლებსაც ბევრი მსგავსება აქვთ ჰალუცინოგენებთან, მაგრამ ისინი არასდროს არ იფერებიან ლურჯად დაზიანების დროს, განსხვავებით ფსიქოდელიკებისაგან. ასეთ რეაქციას იწვევს მათში შემავალი ფსილოციბინი.

Chlorophyllum moybdites ასევე აქვს მსგავსებები „ოქროს ქუდებთან“. ძირითადი განსხვავება ჭაობისფერი სპორებია. გარდა ამისა, ისინი ასევე არ იღებენ ლურჯ შეფერილობას დაზიანებისას.

გარდა უვნებელი „ორეულებისა“, არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ. ესენი არიან თავჭედილას წარმომადგენლები, რომელთაც სხვა და სხვა შეფერილობა აქვთ: თეთრი, მოყვითალო, ყავისფერი, მწვანე. თავჭედილები ვითარდებიან სიმბიოტურ კავშირში ხეებთან და არ იცვლიან ფერს დაზიანებისას.

თუ გსურთ 100%-ით დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ სწორედ ის იპოვეთ, რასაც ეძებდით, შეამოწმეთ, ხასიათდება თუ არა მონაპოვარი შემდეგი თვისებებით:

  • ნაყოფი საშუალო, ან დიდი ზომის არის;
  • ახალგაზრდა სოკოს ქუდს ზარის ფორმის აქვს, მოწითალო-ყავისფერი ან ყავისფერი. ზრდასრულები კი ღებულობენ ქოლგის ფორმას;
  • ფსილოციბინური სოკოების სპორები მეწამული-ყავისფერია;
  • ღეროს ზედა ნაწილს (ფეხს) აქვს ბეჭედი, რომელსაც ასევე „კაბას“ უწოდებენ;
  • სოკოსგან იგრძნობა ბალახისა და ობის მსუბუქი არომატი;
  • ღერო მკვრივი და ბოჭკოვანია;
  • დაზიანებისას ნაყოფი ხდება ლურჯი.
შეამოწმეთ ყველა პუნქტი. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სოკოს სხვა ჯიშებისგან გარჩევაში.



სად იზრდება Psilocybe cubensis და როგორ მოვიყვანოთ ის


ag8xhmhd8l451.jpg

კუბენსისი გახლავთ კომპროფილური სოკო, ანუ, მისი კულტივირება სჯობს მებალახე ცხოველების ნაკელის დახმარებით. ყველაზე ხშირად გამოიყენება საქონლის ნაკელი. სოკო იზრდება სათითაოდ, და ჯგუფებად იქ, სადაც იკვებება მსხვილი რქოსანი საქონელი. ისინი შეიძლება შეგხვდეთ ტროპიკული ან სუბტროპიკული კლიმატის ველებზე.

ამერიკის შტატებში, სოკო ნაყოფს იძლევა ზაფხულიდან შემოდგომამდე პერიოდში. ყველაზე ხშირად მათ პოულობენ ალამბა, ფლორიდა, ვირჯინია, კაროლინა, ტექასი, ჯორჯონია, ლუიზიანასა და მისისიპიში. ისინი შესანიშნავად იზრდებიან არგენტინის, ბოლივიის, კოლუმბიის, ეკვადორის, ვენესუელის, მექსიკის და მსგავსი კლიმატის მქონე სხვა ქვეყნებში.

ავსტრალიური სოკოები ხშირ შემთხვევაში იზრდებიან ახალ უელსში და კვინსლედში. აზია ასევე ცნობილია სოკოს განვითარებისთვის საუკეთესო პირობებით. ის იზრდება კამბოჯაში, ტაილანდში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე, ასევე ვიეტნამში. სოკო გვხვდება ინდოეტში, კეიაში და კუბაზე.



Psilocybe cubensis მოყვანა აუთდორში


cubensis.natural.habitat.jpg

«Golden tops» კარგად იზრდება დახურულ შენობაში, მაგრამ თუ არ გსურთ ზრდის პროცესით დაღლა და გსურთ საუკეთესო მოსავლის მიღება, უმჯობესია აირჩიოთ ღია გრუნტში კულტივირება. Psilocybe cubensis-ის საკუთარი ხელით მოყვანა საუკეთესო არჩევანია, რადგან ეს მზა პროდუქციაზე ბევრად იაფია. გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოყვანა საშუალებას გაძლევთ, თვალი ადევნოთ ნაყოფის განვითარების მთელ პროცესს, აკონტროლოთ და არეგულიროთ ის თქვენი შეხედულებისამებრ. მცირე თანხით, თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ფსიქოდელიური სტაფის დიდი მარაგით. შეიძინეთ ხარისხიანი სპორები.

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში მებაღისგან საჭირო იქნება ძალისხმევა და მოთმინება. კულტივირების სპეციალური მოწყობილობის გამოყენება, ამოცანას გაგიმარტივებთ. თუ დაიწყებთ ფსილოციბინური სპორების გაღვივებიდან, გამოუცდელი მებაღე საქმეს სავარაუდოდ ბოლომდე ვერ მიიყვანს. საუბარია დაბინძურების თავიდან არიდებაზე. ბაღში სოკოს მოყვანა გეხმარებათ მავნე ბაქტერიებთან ბრძოლაში, რაც მდიდარი მოსავლის მიღების შანსებს ზრდის.

სოკოს განვითარებისთვის ბუნებრივი პირობების შესაქმნელად დაგჭირდებათ სუბსტრატი, რომელიც უხდება Psilocybe cubensis.დროთა განმავლობაში ის სრულად დაიფარება მიცელიუმით. თუ სოკოს აუთდორში მოყვანას აპირებთ, მოიმარაგეთ ნახერხი. შეიძლება ასევე სტერილური მარცვლეულის გამოყენება, რომლის წინასწარი ინოკულირება უნდა მოხდეს საჭირო შტამის სპორების შპრიცით.

ნახერხის შეგროვების შემდეგ, მოათავსეთ ის მდუღარე წყალში და დატოვეთ 10 წუთი, სრული სტერილიზაციისთვის. გადმოასხით სითხე, მოათავსეთ ნახერხი ინოკულირებულ მარცვლით სავსე სათლში. დააფარეთ სახურავი, რათა შენარჩუნდეს ტენიანობის ოპტიმალური დონე. დღე-ღამეში ერთხელ გაანიავეთ სათესი მასალა. ერთი თვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ მიცელიუმით სრულად დაფარულ სუბსტრატს.

განვითარების ამ ეტაპზე სოკოს გადარგვა შესაძლებელია ღია ცის ქვეშ. გაითვალისწინეთ, რომ უნდა მოიმარაგოთ 1200 გრამი ნახერხი ერთ კვადრატულ მეტრზე.



როგორ შევარჩიოთ სათანადო ადგილი


სოკო მშვენივრად ვითარდება მზის არაპირდაპირი სხივების ქვეშ. იპოვეთ საკმარისად განათებული ადგილი, თუმცა ეცადეთ, რომ სოკო არ იწვებოდეს მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. თქვენი სახლიდან ნაკვეთამდე დისტანცია არ უნდა იყოს დიდი. ეს იმით აიხსნება, რომ ნაყოფიერების პერიოდში, საჭირო იქნება ადგილზე ყოველ დღე მისვლა, რათა შეარჩიოთ მოსავლის აღების საუკეთესო დრო.

დიდი რაოდენობის ბუჩქები და ბალახი იმაზე მეტყველებს, რომ მიწა ფსილოციბინების მოსაყვანად შესაფერისია. თუ ასეთ ადგილს იპოვით, ტენიანი გრუნტი გამოგადგებათ.



როგორ მოვაწყოთ ადგილი კულტივირებისთვის


iow13uz72pk11.jpg

მიწის ნაკვეთის ძებნის დროს, უკვე უნდა ფიქრობდეთ შემდეგ მასალებზე:

  • მუყაო;
  • სტერილიზებული ნაფოტები;
  • მიცელიუმით კოლონიზირეული ნახერხი.
  • გაასუფთავეთ მიწის ერთი კვადრატული ნაკვეთი ნაგვისაგან და მოხსენით ნიადაგის ზედა ფენა, რათა გათავისუფლდეთ ყველა ცოცხალი ორგანიზმისგან, რომლებსაც შესწევთ მიცელიუმისთვის კონკურენციის გაწევის უნარი;
  • დააფინეთ ორმოში მომზადებული მუყაო;
  • დააყარეთ ნაფოტები და გააკეთეთ მათგან 5 სანტიმეტრი სისქის ზედაპირი;
  • დაატენანეთ პულვილიზატორის საშუალებით;
  • მოათავსეთ კოლონიზირებული ნახერხის ფენა ნაფოტების ფენაზე. თანაბრად გადაანაწილეთ ისე, რომ კვადრატულ მეტრზე იყოს 400 გრამი სუბსტრატი;
  • დააყარეთ დარჩენილი ნაფოტები ისე, რომ რომ გამოვიდეს 7 სმ. სისქის ფენა. დაატენიანეთ;
  • დაამატეთ კიდევ 400 გრამი მიცელიუმი;
  • მასზე დადეთ 3 სმ. ხის ნაფოტები;
  • დაატენიანეთ პულვილიზატორით ეს ფენა და დააყარეთ 400 გრამი ნახერხი;
  • უნდა მიიღოთ 3 ფენა ნაფოტი და 3 ფენა მიცელიუმი, მათი ერთობლივი მასა უნდა შეადგენდეს 1,2 კგ.-ს. ამის შემდეგ საჭიროა წყლის დასხმა და მუყაოს დაფარება, რათა ტენი შიგნით შენარჩუნდეს.
  • სინი;
  • ჩაქუჩი;
  • ჰერმეტული მოცულობა;
  • სახურავი.
  • მზა მოწყობილობა;
  • დიდი ზომის პლასტიკის კონტეინერი, რომელსაც ჰერმეტულად ეფარება სახურავი;
  • ქაღალდის პირსახოცები;
  • მეტალის ბადე;
  • მშრალი ნაყოფი.
თუ ყველა მასალა ხელთ გაქვთ, გადადით შემდეგ სტადიაზე - უშუალოდ ნაკვეთის მოწყობაზე:

ყველა მოქმედების შემდეგ მხოლოდ ლოდინი მოგიწევთ. მოლოდინი დაახლოებით ნახევარი წელი გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც არ უნდა შეეხოთ სოკოებს. ზაფხულის კრიტიკულად ცხელ პერიოდში შეგიძლიათ მორწყათ ნაკვეთი. ასევე უნდა მოაშოროთ პარაზიტები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ კულტივირებას. შტამების უმრავლესობა ნაყოფს შემოდგომიდან ზამთრამდე იძლევა, ამიტომ დარგვის დაწყებას დაახლოებით მარტში გირჩევთ.



ვკრეფთ ნაყოფს


როდესაც შეასრულეთ ყველა პუნქტი, გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ შევარჩიოთ საჭირო მომენტი მაგიური სოკოების ხარისხიანი მოსავლის ასაღებად?

ნაყოფი მწიფდება და მზად არის მოხმარებისთვის მანამ, სანამ დასცვივდება მემბრანა. თუ შეძლებთ ტენიანობის ოპტიმალური დონის, ტემპერატურული რეჟიმის, სუფთა ჰაერის მიწოდების უზრუნველყოფას, მაშინ ეს ნიადაგიდან ნაყოფის ზრდიდან 1-2 კვირაში მოხდება. ჰალუცინოგენი ავლენს ბევრად ძლიერ ეფექტს უშუალოდ მემბრანის ჩამოვარდნამდე. წვრილი, ახალგაზრდა ნაყოფი გაგახარებთ ძლიერი ფსიქოტროპიული ეფექტით, ზრდასრული, მსხვილი ეგზემპლარებისგან განსხვავებით. სწორად მოსაკრეფად, უნდა მოკიდოთ ხელი ღეროს ძირში და წამოწიოთ გადატეხვის ხმის გაგონებამდე.



როგორ გავაშროთ სოკო


buy-psilocybe-cubensis.jpg

ნაყოფი რჩება ნედლი 15 დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ ეს დრო არ არის საკმარისი მთელი ნაყოფის გამოსაყენებლად. ნარკოტიკული ეფექტის შესანარჩუნებლად ნაყოფს აშრობენ დეჰიდრატატორის მეშვეობით. გასაშრობს უწოდებენ საშუალებას, რომელსაც ტენის შთანთქმა შეუძლია. მეტად გავრცელებული ვარიანტია სილიკაგელი, თუმცა საკუთარი ვარიანტის მომზადება ბევრად იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა. ამისათვის დაგჭირდებათ ცოტა რამ: მხოლოდ მარილი ეფსომი, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.



მაგიური სოკოების წინასწარი გაშრობა


ზედმეტი ტენისგან გათავისუფლებისთვის უნდა გააშროთ სოკო მოკრეფისთანავე. ეს ხელს უშლის ობის წარმოქმნას. საკმარისია მოათავსოთ მოსავალი თეფშზე და დაუნივოთ მარაოთი. შეიძლება სხვა მეთოდის გამოყენებაც: დააფარეთ თეფშს შავი ნაჭერი და მოათავსეთ კონსტრუქცია მზის სხივების ქვეშ.

შესაძლებელია პროცედურის სწორად ჩატარების მარტივად განსაზღვრა: გამშრალი სოკო უნდა იყოს ცოტა დაჭმუჭნული, უნდა ჰქონდეს რეზინის სტრუქტურა და იყოს მშრალი. ასეთ მდგომარეობაში ისინი ინარჩუნებენ ნარკოტიკულ თვისებებს რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

თუ სიამოვნების მეტად გახანგრძლივება გსურთ, მოგიწევთ სხვა პროცედურების ჩატარება და დეჰიდრატორის გამოყენება.



„ოქროს ქუდების“ გაშრობა საშრობის საშუალებით


მშრალ Psilocybe cubensis-ში ალუცინოგენური თვისებები ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამის მისაღწევად საჭიროა სახლის გასაშრობი საშუალებების გამოყენება, რომლებიც დამზადებულია ეფსომის ნიადაგზე.

მსგავსი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი „ინგრედიენტები“:

ალგორითმი:

  • აავსეთ სინი ინგლისური მარილით ისე, რომ მიიღოთ 1 სმ. სისქის ფენა;
  • გაახურეთ აირღუმელი 250 გრადუსამდე;
  • შედგით მასში მარილი და დატოვეთ რამდენიმე საათი;
  • მინერალი დაიწყებს სითხის შთანთქმას ჰაერიდან მაშინვე, როგორც კი გამოიღებთ მას აირღუმელიდან. დაამტვრიეთ ჩაქუჩით კრისტალები წვრილ ნაწილებად. რაც შეიძლება მალე მოათავსეთ ისინი კონტეინერში;
  • დატკბით საკუთარი ხელით მომზადებული დეჰიდრატორის შედეგით.
ახლა შეგიძლიათ შეუდგეთ შრობის ფინალურ ეტაპს.

ამისათვის მოამზადეთ:

რა უნდა გააკეთოთ შემდეგ:

  • დაყარეთ მარილი საშრობზე;
  • დააფინეთ მას პირსახოცები;
  • მოღუნეთ ბადე ისე, რომ მან წარმოქმნას ამაღლებული ადგილი, რომელიც დაიჭერს ნაყოფს პირსახოცების თავზე. დაუშვებელია მათი მინერალებთან კონტაქტი;
  • დაალაგეთ სოკოები მეტალის ბადეზე;
  • დააფარეთ მოცულობას სახურავი.
დეჰიდრატორი დაიწყებს სოკოების შრობას. სახურავი აუცილებლად ჰერმეტულად უნდა ეფარებოდეს და ბლოკავდეს ჰაერს, რათა მარილმა უშუალოდ ნაყოფზე იმოქმედოს და არა გარე ატმოსფეროზე.

ამის შემდეგ, პროდუქტის მდგომარეობა ყოველ დღე უნდა შემოწმდეს. შემოწმება მარტივია: ეცადეთ მოღუნოთ სოკო, თუ ის გადატყდება, ესე იგი ყველაფერი მზად არის.



დამწყები მებაღეების ძირითადი შეცდომები


1cf4c8ac9250.jpg

სოკოს ეფექტი დამოკიდებულია მომხმარებლის მეტაბოლიზმზე. ზოგადად ერთჯერადად მოიხმარენ 2 გრამ მშრალ პროდუქტს.

ზედოზირებისგან მოწამვლა და დამოკიდებულების გამოწვევა პრაქტიკულად არა რეალურია. სხვა მხრივ, დიდი დოზის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვები. კვლევებმა ცხადყო, რომ ყველაზე კარგია სოკოების მცირე რაოდენობით დაწყება და თანდათანობით დოზების ზრდა. ეს შეამცირებს პოტენციურ საფრთხეს.

მანამ სანამ გასინჯავთ სოკოს:

  • ტრიპამდე ეცადეთ მოიშოროთ თავიდან ყველა უარყოფითი ფიქრი. სოკოები ამძაფრებენ განწყობას, რომელშიც თქვენ იმყოფებით ნივთიერების მიღებამდე. თუ დეგუსტატორი მოწყენილი, გაბრაზებული, უკმაყოფილოა, ის არ გაემგზავრება საუკეთესო მოგზაურობაში;
  • შეიქმენით კომფორტული და სანდო გარემო. ყველაზე ხშირად ტრიპი მაშინ არის ცუდი, როცა ადამიანი უცხო გარემოში იმყოფება, უცხო ადამიანების გარემოცვაში. დამწყებებს ვურჩევთ მოგზაურობას „მომვლელის“ თანდასწრებით, ადამიანის, რომელიც გააკონტროლებს მთელ პროცესს.
  • მოიმარაგეთ სასმელი და სხვა სასუსნავები. ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 6 საათის შემდეგაც კი, რომელთა განმავლობაშიც რთული იქნება სამზარეულომდე მისვლა.
  • არ მიირთვათ არაფერი სოკოს მოხმარებამდე 3 საათი მაინც. კუჭი უნდა იყოს ცარიელი, რათა უფრო მალე მოხდეს ფსიქოდელიური ნივთიერებების აბსორბირება, შესაბამისად მალე დადგება ეფექტი;
  • არ შეურიოთ P. Cubensis სხვა საშუალებებს, რომლებიც მოქმედებენ ცნობიერებაზე. ფსილოციბინი საკმარისი იქნება, ამიტომ არ არის საჭირო დამატებითი სტიმულატორები. იგულისხმება ნარკოტიკული საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები. ეს არა მხოლოდ გააფუჭებს თქვენს პირველ ტრიპს, შესაძლებელია ჯანმრთელობასაც ავნოს;
  • განსაზღვრეთ თქვენი პორცია. არ არსებობს კონკრეტული მითითებები იმ დოზებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა ჰალუცინოგენური ეფექტის მისაღწევად. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე. დაიწყეთ მინიმალური დოზით.
  • არ დაივიწყოთ, რომ ნარკოტიკული ეფექტები დროებითია. თუ ცუდ მოგზაურობაში გაემგზავრეთ, არ შეგეშინდეთ, ის დამთავრდება. უსაფრთხოებაზე არ იდარდოთ, რადგან ზედოზირების ინცინდენტები არ ფიქსირდება. დეგუსტატორი არ კარგავს რეალობის აღქმის უნარს და არ ემსგავსება შიზოფრენიკს. ოქროს ქუდები და სხვა ფსილოციბინური სოკოების სახეობები, ყველაზე უსაფრთხო ფსიქოდელიკებად არის მიჩნეული.
  • საწყისი დოზა - 0,25 გრამია. ასეთი პორცია არ იწვევს ჰალუცინაციებს, მაგრამ ამძაფრებს ხმებისა და ფერების აღქმის უნარს;
  • მსუბუქი დოზა - 0,25-1გ. ფერები ხდება კაშკაშა, შესაძლებელია ეიფორიული ეფექტი. დაგეწყებათ სმენითი ჰალუცინაციები, გემოები გახდება უფრო გაჯერებული;
  • საშუალო - 1,1-2,5გ. თქვენ განიცდით ინტენსიურ ნარკოტიკულ ეფექტს და მხედველობით ჰალუცინაციებს. ასევე იცვლება აზროვნების პროცესი. ადამიანების ნაწილი გრძნობს თავისუფლებას და გახსნილობას;
  • ძლიერი დოზა იწყება 2,5 გრამიდან. ასეთი პორციის საშუალებით ადამიანები გრძნობენ „ნათებას“. ზოგს გამოსდის ცხოველებთან საუბარი, ზოგს ღმერთებთან, ან სხვა ობიექტებთა, რომლებიც არ არსებობენ, ან არ შეუძლიათ საუბარი.


როგორ მოიხმარენ Psilocybe cubensis


driedpcubensis2.jpg

«golden tops»-ის მოხმარება და ფსიქოდელენდში გამგზავრება მხოლოდ მორალური მომზადების შემდეგ შეიძლება. არსებობს სოკოების მოხმარების მრავალი მეთოდი, თითოეულ მათგანს აქვს თავსებურებანი.



ჩაი


იმისათვის, რომ ორგანიზმმა სწრაფად აითვისოს ფსილოციბინი, მისი მიღება ჩაის სახით შეიძლება. 1 გრამი მშრალი ნაყოფი ადვილად გარდაიქმნება სავსე ჭიქა ნაყენად. ჩაის მოსამზადებლად მიჰყევით ინსტრუქციას:

  • აადუღეთ წყალი, დროებით გადადგით ქურიდან;
  • დაამატეთ მშრალი სოკო და დაელოდეთ მის ფსკერზე ჩაძირვას. ნაყოფის გაჩერება დიდი ხნით არ შეიძლება, რადგან ეფექტი შემცირდება;
  • გადაასხით სოკოს ნაყენი განიერ მოცულობაში და შეანჯღრიეთ, რათა ჩაი მალე მომზადდეს;
  • გადაწურეთ მიღებული სითხე;
  • შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი.

    დააქუცმაცეთ 2 სოკო;
  • მოამზადეთ ნებისმიერი კოქტეილი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ;
  • სასმელში ჩაყარეთ სოკოს ფხვნილი და მიქსერის საშუალებით ათქვიფეთ მასა.

პირველი ზემოქმედება მალევე იგრძნობა, მაგრამ ეფექტი არ იქნება ისეთი ინტენსიური, როგორც სოკოს სხვა სახით მიღებისას.



სმუზი


ასეთი მეთოდით სოკოს მომზადებას ბევრი უპირატესობა აქვს. ერთ-ერთი მათგანი სახამებლის გემოს შენიღბვაა. სმუზი შემდეგნაირად მზადდება:

სოკოს ქუდების ფხვნილის სახით მიღება ხელს უწყობს ფსილოციბინის დაჩქარებულ დაშლას ორგანიზმში, რაც ნიშნავს, რომ პირველ ეფექტს ძალიან მალე იგრძნობთ. რეცეპტი შესანიშნავი ვარიანტია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სოკოს გემო არ მოსწონს.



ლიმონის მათრობელა სასმელი


ყველასთვის ცნობილია, რომ ლიმონი შეიცავს სასარგებლო ვიტამინ ც-ს, რომელსაც ასევე ასკორბინის მჟავას უწოდებენ. ამ მჟავის მეშვეობით, ადამიანის ორგანიზმი ფსილოციბინს უკეთ ითვისებს. სასმელის დასამზადებლად საჭიროა:

  • დააქუცმაცოთ სოკო ფხვნილის მიღებამდე და მოათავსოთ ჭიქაში;
  • დაასხით 60-100მგ. ლიმონის წვენი;
  • დააყოვნეთ ნაყენი 1 საათით და პერიოდულად ურიეთ;
  • იმის გამო, რომ მჟავა ხსნის ფსილოციბინს და ფსილოცინს, ეფექტი ვლინდება ჩქარა, მისი ინტენსივობა კი მაღალი იქნება.
ლიმონის ნაყენი მოუხდებათ მათ, ვისაც უკვე გასინჯული აქვს ჰალუცინოგენი.



ყველაზე მარტივი ვარიანტი


აუცილებელი არ არის სოკოს რაიმე სახით მომზადება, შესაძლებელია პირდაპირ სოკოს მირთმევა. ეს არის სოკოს დეგუსტაციის კლასიკური ვარიანტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა. მშრალი ნაყოფი უნდა ღეჭოთ ნელა, არ იჩქაროთ. გემოს გასანეიტრალებლად შეგიძლიათ მიაყოლოთ ნებისმიერი წვენი.

კიდევ ბევრი საშუალება არსებობს ჰალუცინოგენის დეგუსტაციისთვს, ჩვენ ყველაზე გავრცელებული ვარიანტები შემოგთავაზეთ.



ზემოქმედება


სოკო მხოლოდ ჰალუცინაციებს არ იწვევს. მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ სოკო გონების „გაწმენდაში“ დაეხმარათ. ასევე, ტარდებოდა კვლევები, რომლებიც განსაზღვრავდნენ სოკოს ზემოქმედებას ადამიანებზე. მოგიყვებთ, თუ როგორ მოქმედებენ ფსიქოდელიკები თქვენს ორგანიზმზე.

  • სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები - სოკოების სავიზიტო ბარათია. ფსილოციბე აერთიანებს თავის ტვინის ნერვულ „მაგისტრალებს“, ეს კავშირები აიძულებენ ტვინის ცალკეულ ნაწილებს, რომლებიც ცალ-ცალკე ფუნქციონირებენ, იმოქმედონ ერთად. ასეთ ეფექტს ჰქვია „სინთეზია“, სწორედ მის გამო ესმით ადამიანებს ხმები და აქვთ ხილვები.
  • სინათლის მძაფრად აღქმა, გუგების გადიდება. თვალებში ხვდება დიდი რაოდენობით სინათლე, ფერები ხდება უფრო გაჯერებული. თუ მსგავსი გრძნობა გაქვთ, იცოდეთ, რომ პროცესი დაწყებულია.
  • დროის აღქმის ცვლილება, დრო თითქოს ნელდება. ეს სოკოს მოხმარების ერთ-ერთი უკუჩვენებაა. ხშირად მომხმარებელს აქვს შეგრძნება, თითქოს რამოდენიმე დღე იმყოფებოდა „სადღაც“, არადა რეალურად რამოდენიმე საათია გასული.
  • შესაძლოა იგრძნოთ ეფექტი, რომელსაც „სხეულიდან გასვლას“ უწოდებენ. დიდი პორციების მოხმარების მერე, ადამიანები ყვებიან, რომ საკუთარ თავს მესამე პირის სახით ხედავდნენ, თითქოს აკვირდებოდნენ გვერდიდან. ხშირ შემთხვევაში, ასეთი მოქმედება ვლინდება მოხმარებიდან პირველი 20-90 წუთის შემდეგ. გამოცდილება დამოკიდებულია თქვენს განწყობასა და გარემოზე.
  • პიროვნების დეპრესიული აშლილობის სიმპტომების შემსუბუქება. დეპრესიის მქონე ადამიანების ტვინი, კეტავს „მაგისტრალებს“ დეპრესიულ აზროვნებაში. სოკო ამსუბუქებს მათ და ქმნის სხვა, ჯანმრთელებს, რომლების წყალობითაც, პაციენტი უკეთ გრძნობს თავს;
  • სასიამოვნო განცდები, თქვენ იგრძნობთ მოდუნებას, ისეთს, როგორიც კანაფის მცირე დოზების დეგუსტაციისას იგრძნობა;
  • მოხმარების შემდეგ, ზემოქმედება რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება იგრძნობოდეს, ეს შეეხება დადებით ეფექტებს. ფსიქოდელიკების ძლიერი მოქმედება, ზოგადად 6-8 საათში სრულდება. დეპრესიულ ადამიანებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფსილოციბინი პოტენციურად ეფექტური წამალია, დეპრესიისა და შფოთვისგან გასათავისუფლებლად. პირველი დოზის მოხმარებიდან 6 თვის შემდეგ, 10-დან 8 პაციენტს შეუმსუბუქდათ სიმპტომები.
  • «Golden tops» შეუძლია შფოთვებისგან გათავისუფლება. ნიუ-იორკის კვლევებით, რომლების ფარგლებშიც იკვლევდნენ ფსილოციბინის მოქმედებას ონკოპაციენტებში, გვიჩვენა, რომ მონაწილეების დიდი ნაწილს შეუმსუბუქდა შფოთვა.
  • ახალი იდეების აღმოჩენის საშუალება, შემოქმედებითი შესაძლებლობების სტიმულირება. ჯონ ჰოპკინსმა ჩაატარა კვლევა. მონაწილეებმა აღიარეს, რომ ფსილოციბინის მიღების შემდეგ, ისინი უფრო გახსნილები და ახალი შემოქმედებითი იდეებით აღვსილნი იყვნენ. თითქმის 50% აგრძელებდა შედეგების გაუმჯობესებას, რომლებიც აფასებდა მათ გახსნილობას.
  • სულიერი გამოღვიძება. მეცნიერებმა გამოკითხეს ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები, კვლევის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ. დაახლოებით 60%-მა აღნიშნა, რომ დეგუსტაციის პრაქტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მათ ცხოვრებაში.
სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაიგეთ ყველაფერი Psilocybe cubensis-ის შესახებ: მათი განმასხვავებელი ნიშნებიდან დაწყებული, მომზადების, მოხმარებისა და ეფექტებით დამთავრებული.

 
Назад
Сверху