მოვამზადოთ მარცვლეული და ქილა ფილტრებით!

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
ამისათვის დაგჭირდებათ

  1. მარცვლეული (ხორბალი, შვრია, კანაფის თესლი, ქერი)
  2. ლევომიცეტინი (იკითხეთ აფთიაქში)
  3. ქილები ხუფებით
  4. ტაივეკი ( პოლიეთილენის მატერია )
  5. წითელი სილიკონი
  6. ფოლგა
  7. წვრილი რეზინები ( რითაც ფულის კუპიურებს კრავენ:) )
მარცვლეულიდან მე მხოლოდ ხორბალს ვიყენებ, ის უნდა დაალაგოთ, გაწმინდოთ ნაგვისგან და დაზიანებული მარცვლებისგან. გაწმენდის შემდეგ, ასე გამოიყურება.

1.jpg

ხორბლის რაოდენობა მოხარშვის შემდეგ ორმაგდება, რომ არ მოხარშოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა , უნდა გავზომოთ რაოდენობა, მე დაახლოებით 1/3 ქილა ხმელი ხორბალი მაქვს, მოხარშვის შემდეგ ის შეავსებს 2/3 ქილას.

რამდენჯერმე ვასუფთავებ ცივი წყლით, ამავე დროს ვაშორებ ნაგავს, რომლებიც გაწმენდის დროს ამოტივტივდება ზევით.

ღამით, დაასხით ცოტა გაგრილებული გადადუღებული წყალი, თუ ჩვეულებრივ ცივ წყალში დატოვებთ, მაშინ დილით შეიძლება გაღვივდნენ, რაც არ არის კარგი რათქმაუნდა. გაწმენდვისას მე არ ვამატებ ანტიბიოტიკებს ან პერეკისს, მხოლოდ სუფთა წყალს ვიყენებ.

დილით წყალს ვღვრი, მარცვლეულს ვათავსებ ქვაბში, ვამატებ ცივ წყალს, შემდეგ მოდის ანტიბიოტიკების დრო, 1-2 კგ მარცვლეულისთვის მე ვხმარობ 1 ტაბლეტ ლევომიცეტინს, გარდავქმნი მას ფხვნილად (ვნაყავ) და ვყრი წყალში, ლევომიცეტინი მშვენივრად ეხმარება მარცვლეულს, მაგრამ არ შეიძლება ერთზე მეტი ტაბლეტის გამოყენება, რადგან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მიცელიუმის არევა და დიდხნიანი ზრდა.

ადუღების შემდეგ, ცეცხლს ვაყენებ საშუალო სიმხურვალეზე და ვინიშნავ დროს, უნდა იხარშოს 15-20 წუთის განმავლობაში. 15 წუთის შემდეგ ვიღებ მარცვლებს და ვჭრი მათ შუაზე, ვაკრვირდები მის შიგთავსს, ის უნდა იყოს მოხარშული და რბილი. როდესაც ამ მდგომარეობას მიაღწევს, ვიღებ ცეცხლიდან. მარცვლეული უნდა დარჩეს მთლიანი. გახსნილი და გადარბილებული მარცვლეული შემდეგში ქმნიან პრობლემებს.

აი ასე გამოიყურება ქვაბში მოთავსებული მარცვლები მოხარშვის შემდეგ:

2.jpg

ვღვრი ცხელ წყალს ქვაბიდან და 4-5 ჯერ ვრეცხავ მარცვლეულს ცივი წყლით, მარცვლეული მაგრდება, იშორებს წებოვან მასას, რომელიც ჩნდება ხარშვის დროს, ხდება სუფთა და "მსხვრევადი". შემდეგ გადამაქვს საწურზე და 10-15 წუთის განმავლობაში ვაჩერებ, წყლის დიდი რაოდენობა კიდევ იღვენთება.

ამის შემდეგ, ხორბალს სუფთა პირსახოცზე ვათავსებ და ვტოვებ გასაჭრობათ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში, თუ ჩანს გახეთქილი მარცვლები, შეძლებისდაგვარად ვაშორებ მას. მათ ამოვიღებ. შედეგად, მარცვლეული უნდა იყოს ტენიანი შეხების დროს, მაგრამ ზედმეტი წვეთების გარეშე.

3.jpg

ბანკები გირჩევნიათ გამოიყენოთ 1 ლიტრიანი მოცულობის. საკმარისია მათი ნორმალურად გამორეცხვა და გაშრობა. ქილებს ცალკე სტერილიზაცია არ სჭირდებათ, ისინი მარცვლეულთან ერთად სტერილიზდება. ისინი ივსება დაახლოებით 2/3 - 3/4, აუცილებელია დაუტოვოთ მცირედი ადგილი ჰაერისთვის. მე არ ვყრი ვერმიკულიტს ქილის ძირში, რადგან მე ის არ მაქვს, მაგრამ იდეალურობისთვის მიზანშეწონილია მისი დამატება 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ის შთანთქავს ზედმეტ ტენიანობას, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ქილის ძირში, რაც თავიდან აგაცილებთ მარცვლეულის დეგრადაციას.

4.jpg

ახლა მოდით გადავიდეთ ფილტრიან თავსახურებზე.

ადრე ვიყენებდი ბამბის ფირფიტებს ფილტრების ნაცვლად, მაგრამ ძალიან ფრთხილი მიდგომითაც კი მოხდა ინფექციების შეჭრა, ფირფიტები იხეოდნენ ინოკულაციის დროს, ხდებოდა ისეც, რომ წყალი სტერილიზაციის დროს ქილაში შედიოდა, ასევე ხდებოდა სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციები.

შემდეგ კი მე გადავწყვიტე გამომეყენებინა ტაივეკი, მასალა ძალიან მოსახერხებელია, ინფექციები მთლიანად გაქრა, მოსახერხებელია ინოკულაცია, წყალი არ ხვდება ქილებში, კარგად სუნთქავს. საჩემოდ მხოლოდ პლუსები ვიპოვნე. ერთი სარჩული გეყოფათ ძალიან დიდი ხანი.

მისგან ვაკეთებ ნაჭრებს 12 * 12 სმ ზომას, შუაში ვაწვეთებ წითელ სილიკონს, ვასწორებ და ვაჭერ, რომ მივიღო სწორი ზედაპირი, სილიკონს უნდა ვაცადოთ 2 დღე რომ კარგად გაშრეს. შედეგად ფილტრები შეიძლება გამოყენებულ იქნას 5 ჯერ, შემდეგ კი კარგავენ თავიანთ თვისებებს და უნდა შეიცვალოს ახლით, ყოველი გროვის შემდეგ ფილტრებს ვრეცხავ ცხელი წყლით.

სახურავები მე მაქვს პლასტიკური, შემთხვევით ვნახე ისინი მაღაზიაში, არ ვიცი, რა მასალისგან მზადდება, მაგრამ მათ შეუძლიათ გაუძლონ სტერილიზაციას იდეალურად, არ იცვლიან ფორმას დაზომას გათბობის დროს. სახურავის შუაში ვაკეთებ ხვრელს 15მმ დიამეტრით. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რკინის ხრახნიანი სახურავები, სისტემა იგივეა, სახურავი ბოლომდე უნდა ეჭირებოდეს.

ტაივეკის ნაჭერი ქილის ყელზე მოვათავსე და თავზე სახურავი დავაცვი, სილიკონი ხვდება ხვრელის ცენტრში. ყველაფერი სწრაფი და მოსახერხებელია.

5.jpg

6.jpg7.jpg8.jpg9.jpg10.jpg11.jpg

სტერილიზაციამდე სახურავზე ვამაგრებ ფოლგის ნაჭერს, ქილების ყელზე მჭიდროდ ვაფიქსირებ და ყოველი შემთხვევისთვის ვამაგრებ რეზინით.

12.jpg

სტერილიზაციას ვახდენ ქვაბში, ფსკერზე ტყავის ნაჭერი დავუფინე, რომ ქილები დუღილის პროცესში არ ხტუნაობდნენ რაც მათ გატეხვას გამოიწვევს, წყლის დონე დაახლოებით მარცვლეულის დონეზე ამყავს, გამოდის ქილის სიმაღლის 2/3ზე. მიმყავს ადუღებამდე და ცეცხლს ოდნავ ვუკლებ, დუღილი არ უნდა შეწყდეს. პირველი სტერილიზაციის შემდეგ წყალი ნახევრდება, არ ორთქდლება ბოლომდე. ქვაბში სტერილიზაცია საჭიროა 2-ჯერ 90 წუთის განმავლობაში, პირველსა და მეორე სტერილიზაციას შორის ინტერვალი უნდა იყოს 12-24 საათი. ქილა არ უნდა ამოვიღოთ მანამ, სანამ ქვაბი არ გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე.

13.jpg

14.jpg

პირველი ფოტო სტერილიზაციამდეა გადაღებული. მეორე სტერილიზაციის შემდეგ. თქვენ ხედავთ, რამდენად დაეცა წყლის დონე.

მომდევნო სტერილიზაცია განხორციელდება ხვალ))

 
Назад
Сверху