ქოქოსი

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
ქოქოსის ბოჭკო წარმოადგენს თავისთავად ეკოლოგიურად სუფთა მატერიალს, რომელსაც გააჩნია საკმაო ღირებულებები და უნიკალური თვისებები, რომელიც  გამოარჩევს მას სხვა ორგანული სუბსტარტებისგან. გავინცოთ ქოქოსი უფრო ახლოდან.

4-4.jpg



ამ სუბსტარსტს ამზადებენ ქოქოსის კაკლისგან. დანაწევრებული ქოქოსის ჭურვს აშრობენ და პრესავენ სხვადასხვა ფორმაზე და ზომაზე. ეს ძალიან მოსახერხებელია ტრანსპორტირებისათვის - მაღაზიიდან თქვენ შეგიძლიათ 600-750 გრ. წონის „კუბიკის“გატანა, და იღებთ 9-11 ლიტრ მზა სუბსტარტს. მომზადების პროცესი ძალაინ მარტივია - ჩავალბოთ ბრიკეტი  წყალში და დაველოდოთ, სანამ არ ჩალბება, გაჯერდება, გახდება ფხვიერი და ერთგვაროვანი.  სუბსტარტი უკვე მომზადებულია.

რა უპირატესობებს ფლობს ქოქოსის სუბსტარტი?

  1. სუფთა ორგანული მატერიალი- არ შეიცავს მავნე მიკროორგანიზმებს, მავნე მწერებს, და „ნიადაგის“ დაავადებებს.
  2. ბილოგიურად აქტიურია. ქოქოსის ორგანული წარმომავლობა ამარტივებს სასარგებლო მიკროორგანიზმების ათვისებას.
  3. მაღალი ტენისშემანარჩუნებელი- ინარჩუნებს თავის წონაზე  7-9 ჯერ მეტ ტენს.
  4. ჰიდროფობიურობა-  - ადვიალად აძლევს მცენარეს დაგროვილ ტენს და საკვებ ნივთიერებებს.
  5. მაღალი ჰაერგამტარიანობა - უზრუნველყოფს საჭირო წყლისა და ჰაერის ოპტიმალურ შეთვისებას მცენარის ფესვთა ზონაში, რაც ხელს უწყობს ფესვთა სისტემის საუკეთესო განვითარებას.
  6. ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი, ქიმიური დანამატების გარეშე.
  7. გააჩნია მცენარეთა უმრავლესობისთვის ოპტიმალური მჟავიანობის მაჩვენებელი pH 5,6-6,8.
  8. გააჩნია მაღალი ბუფერალობა ( შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს მჟავიანობას  როგორ მჟავის, ასევე ტუტე მხარეებს).
  9. სიმყარის მაღალი მაჩვენებელი - 5 წლის მანძილზე ინახავს თავის ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობას, არ იწევს ტენის ხარისხი და ჰაერგამტარიანობა. ამიტომ შესაძლოა მისი გამოყენება მრავალჯერადად.


როდის და როგორ გამოიყენება ქოქოსის ბოჭკო

ქოქოსის ბოჭკო გამოიყენება ქოთნებში სუბსტარტული კულტივაციის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ტიპის სუბსტარტებთან შეზვებით ( პერლიტი, ვერმიკულიტი, ნიადაგი).

ქოქოსის სუფთა სახით კულტურის გაზრდისას , ყველაზე კარგია ქოქოსით გაზავება წვეთოვანი მორწყვის სახით, რამდენადაც ქოქოსი საკმაოდ სწრაფად გასცემს დაგროვილ ტენს. ოპლტიმალური და სტაბილური ტენიანობის შენარჩუნებისთვის შესაძლოა SensiRoom 2x-h-ის გამოყენება, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს მაჩვენებლებს დაჩიკის მეშვეობით და დროულად მისცეს საკვები ხსნარი.

ქოქოსი იდეალური და შეუცვლელია საუკეთესო ნიადაგის მოსამზადებლად. გთავაზობთ წლობით გამოცდილ ჩვენს  რეცეპტს: 10 ლ.ნიადაგი, 10 ლ. ქოქოსი, 2 ლ. პერლიტი, 2 ლ. ვერმიკულიტი. ქოქოსი და პერლიტი აუმჯობესებს ჰაერგამტარობას, ვერმიკულიტი კარგად აკავებს მცენარისთვის აუცილებელ საკვებ ელემენტებს, და ფლობს ძალიან მაღალ  ტენიანობას. საუკეთესო დრენაჟისათვის არ დაგავიწყდეთ ქოთნის ფსკერზე მოაფრქვიოთ კერამზიტი (Для лучшего дренажа на дно горшка не забудьте насыпать керамзит).

მაღალი ტენისგამტარიანობის წყალობით ქოქოსის სუბსტარტის გამოყენება  საკმაოდ წარმატებითაა შესაძლებელი ჰიდროპონიკაში, რამდენადაც მისი ჩაღვრა რთული იქნება. ამასთანავე , მოცემულ შემთხვევისას მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ სისტემებით, სადაც ის არ მოხვდება საკვებ ხსნარში, მაგ. სისტემისთვის Waterfarm. ქოქოსის ბოჭკოს ნაწიკლაკების მოხვედრამ ხსნარში , შესაძლოა გამოიწვიოს  სისტემის დაბინძურება და პათოგენების გაჩენა.

ქოქოსის გამოყენების თავისებურებანი

  1. ქოქოსის სუბსტარტის არჩევისას,ყურადღება მიაქციეთ  ქოქოსის ბოჭკოს ნაწილაკების ზომას. სეზონური კულტურის მოყვანის დროს, რეკომენდირებულია საშუალო, ან მსხვილი ნატეხები ქოქოსის ბოჭკოს დაბალი შემცველობით. ასეთი ქოქოსი ფლობს ოპტიმალურ ჰაერგამტარიანობას, მაღალ ტენის შემარაჩუნებელ თვისებას და მოითხოვს მოზომილი მორწყვის სიხშირეს.  მრავალწლიანი კულტურებისთვის  აირჩიეთ ქოქოსი საშუალო ნატეხებით, ქოქოსის ბოჭკოს დანამატებით, ის ფლობს მაღლ ჰაერგამტარიანობას,და ამავდროულად გააჩნია ტენისშემაკავებელი თვისება, უზრუნველყოფს საუკეთესო დრენაჟს და ოპტიმალურ აირის გაცვლას, მოითხოვს უფრო ხშირ მორწყვას. მისი ექსპლუატაციის ვადა მაღალია.
  2. გამოყენების წინ გაზომეთ მარილის შემცველობის დონე ქოქოსის სუბსტარტში. ქოქოსის დიდი ნაწილი იზრდება ოკეანის ნაპირებზე ,ძალიან მარილიან ზონაში. მარილის შემცველობის დონის დასარეგულირებლად  დაალბეთ ქოქოსი წყალში (თავიდანვე ცნობილი ЕС დონით) და გაზომეთ. განსხვავება უნდა იყოს არაუმეტეს  100-150 ррм. თუ ქოქოსი მაინც ძალიან მარილიანია, შეიძლებელია მოვაცილოთ  თავად.  საკმარისად გავხსნათ კალციუმის ნიტრატი ვედრაში (იყიდება მაღაზიებში)  და ჩავალბოთ შიგნით ქოქოსი. დავაყოვნოთ გარკვეული დროის მანძილზე, ხანდახან მოვურიოთ, ამის შემდეგ კი კარგად გავავლოთ ცივ წყალში. სულ  ესაა- ქოქოსი მზადაა გამოყენებისათვის.
  3.  ქოქოსის დამუშავების შემდგომაც ის დაიწყებს ურთიერთქმედებას ისეთ საკვებ ელემენტებთან, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, შეაკავებს მათ კანიონებს. ამიტომ გამოიყენეთ სასუქი, რომელიც შექმნილია ქოქოსის სუბსტარტთან მიღებისთვის სპეციალურად და ითვალისწინებს მის თავისებურებებს.
შემდეგ სტატიაში ჩვენ გავარჩევთ სუბსტარტების -პერლიტი და ვერმიკულიტის თვისებებს და  უპირეტესობებს.

წარმატებული გროვი!

 
Назад
Сверху