ინკუბატორი!

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
ვიყიდე პლასტმასის ყუთი 80 ლიტრიანი თავის სახურავით, ზომა 60/38/36cm. ( შეგიძლიათ იხმაროთ სხვადასხვა მოცულობის კონტეინერები , უმჯობესია არანაკლებ 50 ლიტრისა ) 80 ლიტრი საკმარისი მოცულობაა, იმისათვის რომ მოვათავსოთ ბანკები და შემდგომში უკვე ნიადაგი.

გათბობისთვის, გამოიყენება იატაკის გათბობის კაბელი, სიგრძე 12მ, მოიხმარს 120 ვატს. აუცილებელია წინასწარ გამოვთვალოთ რა სიგრძის კაბელი დაგჭირდებათ, მას მარტივად ვეღარ შეამოკლებთ, შიგნით ნახშირბადის ბოჭკოა და დენის მიმწოდებელ კაბელთან მაგრდება განსაკუთრებული მეთოდით, ასე რომ საჭიროა ზუსტი ზომის კაბელის აღება.

ტემპერატურას აკონტროლებს რეგულატორი, მისი ჩართვა მარტივია, მარტივია ასევე კონფიგურაცია, რეგულირებაც შესაძლებელია

ინკუბატორის ზოგადი ხედი შიგნიდან და გარედან

1.jpg2.jpg

კაბელი მაგრდება გარედან, 6 შემოტარება ( დაქსელვა ) საკმარისია ისე რომ გამოვიდეს 6 რიგი, კაბელებს შორის მანძილი თანაბარია. მე არ ვამაგრებ კაბელს ყუთის ქვეშ, დარგან ქვევიდან არ გაათბოს, რაც ცუდად აისახება ქილებზე, მარცვლეული ხმება ქვემოდან და ზრდაში უშლის ხელსკაბელის მისამაგრებლად გამოვიყენე ალუმინის სკოჩი, ის ყველაზე კარგად ეწეპება, როდესაც კაბელი ცხელდება, იგი ფართოვდება, ალუმინის სკოჩი კი კარგად აფიქსირებს მას და ტოვებს ყუთზე მიბჯენილ მდგომარეობაში, რომ სითბო კარგად გადაეცეს პლასტმასს. საზომი ფიქსირდება ყუთის შიგნით კედელზე, იგი მდებარეობს პირდაპირ მავთულის ხაზზე, ის რეაგირებას ახდენს სწრაფად და კორექტირებაც უკეთესია.

ვაყენებთ ნიშნულებს რეგულატორზე, ვუთითებთ ჩართვას 28.7 გრადუსზე, გამორთვას 29.0 გრადუსზე. გამორთვის შემდეგ, კედლები თბება 29.4-29.7. გრადუსამდე ინკუბატორის შიგნით, ჰაერი სტაბილურად ინარჩუნებს 28.5 გრადუსს.

3.jpg4.jpg

ინკუბატორის სახურავი არ არის იზოლირებული, სიბნელე არ სჭირდება არც ქილებს და არც ქეიქს ( მიცელიმიუთ გაჯერებეულ ნიადაგს) ყველაფერი იდეალურად ვითარდება სინათლეში, რაც არანაირ ზიანს არ იწვევს.

 
Назад
Сверху