როგორ ავაწყოთ გროუბოქსი დამოუკიდებლად?

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი



  • იაფი ვარიანტი

  • კორპუსი

  • განათება

  • ვენტილაცია

  • სინათლის ამრეკლავი ზედაპირი

  • დამატებითი ხელსაწყოები

  • საშუალო ფასის და ტოპ ვარიანტები

  • დასკვნა
ხარისხიანი გროუბოქსი გახლავთ უხვი ხარვესტის წინა პირობაა. მებაღეები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ მზა კონსტრუქციებს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ისინი უკვე გათვლილია მარიხუანას კულტივირებისთვის, თუმცა საკუთარი ხელით ბოქსის აწყობა ფინანსების მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა. სტატიაში მოგიყვებით, რომელ მაჩვენებლებს უნდა შეესაბამებოდეს ბოქსი და რა მასალისგან შეძლებთ მის დამზადებას.



იაფი ვარიანტი


1461926929169271573.jpg

უნდა ააწყოთ გროუბოქსი, რომელსაც ექნება საჭირო ზომა და შესაბამისი აღჭურვილობა. თუ იპოვით უსარგებლო კარადას, გაფუჭებულ მაცივარს, ავეჯის სექციას ან მსგავს კონტეინერს, ჩათვალეთ, რომ სამუშაოს ნაწილი შესრულებულია. ყველაზე მნიშვნელოვანია, შერჩეული ნივთი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ზომები - ერთი სტრეინის კომფორტული ზრდისთვის საჭიროა 60х60х160სანტიმეტრი გაბარიტების ყუთი. შეძლებისდაგვარად სასურველია სიმაღლის გაზრდა 2 მეტრამდე. არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთანსაც აქვს სიმაღლე. ამასთანავე, საჭიროა სივრცე, განათების სწორად განთავსებისთვის;
  • ჰერმეტული, ტენისგან დამცავი კორპუსი - ყუთი არ უნდა ატარებდეს შუქს და არომატს. ყუთის შიგნით საჭიროა ოპტიმალური მიკროკლიმატის შენარჩუნება;
  • სინათლის ამრეკლავი პანელები - კარადებსა და მაცივრებში ცხადია, რომ ამრეკლავები არ არის, ამიტომ გროვერს მოუწევს ამაზე ზრუნვა, რადგან მათ გარეშე, სინათლის ენერგიის უმეტესი ნაწილი ტყუილად დაიხარჯება.
უფრო დეტალურად გავეცნოთ კონსტრუქციის აწყობის წესებს.



კორპუსი


bffffdb2e48.jpg

კორპუსის გაკეთება თითქმის ყველაფრისგან არის შესაძლებელი. საუკეთესო ვარიანტი იქნება ფიცრის, დსპ-ს ან ტენის ამტანი თაბაშირ-მუყაოს გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კორპუსი იქნება მყარი და გაუძლებს ყველა ჩამოსაკიდ ნაწილს. თუ შეგიძლიათ მუშაობა, გაქვთ სარჩილავი (პაიალნიკი) პოლიპროპილენური მილებისთვის, შეგიძლიათ შექმნათ შედარებით მსუბუქი ზომის ბოქსი. იგულისხმება კარკასი პოლიპროპილენური მილებისგან, რომელზეც კარვის მსგავსად გადაჭიმავთ სინათლის ამრეკლავ ზედაპირს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყუთის ზომა ერთი სტრეინისთვის უნდა იყოს 60 х 60 х 160 სანტიმეტრი. თუ მსგავსი ზომის გროუბოქსი სახლში არ გეტევათ, არ იდარდოთ, შესაძლებელია დაბალი შტამის მოყვანა.

კონსტრუქციის გაკეთების შემდეგ, აუცილებელია მისი ხარისხიანი იზოლაცია, რათა არც ყუთში და არც ყუთიდან არ გამოვიდეს სინათლის და ჰაერის ნაკადი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰერმეტიკი, სასურველია აკრილის, რადგან ის შესაღებად გამოიყენება, რასაც ვერ ვიტყვით სილიკონზე. ყუთის კარები კარგად უნდა იკეტებოდეს, ამიტომ მაცივარი ყველაზე კარგი ვარიანტია.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ხანძრის უსაფრთხოებას, ყველა გაყვანილობა კარგად უნდა იყოს მიმაგრებული. ელექტრო ნაწილებისთვის, სივრცე უნდა იყოს იზოლირებული, უმჯობესია გაყვანილობა ყუთის გარეთ გამოიტანოთ. კონსტრუქციის აწყობის შემდეგ, შეგიძლიათ შეალამაზოთ ის.

გაითვალისწინეთ, რომ გროუბოქსში მინიმუმ 2 ხვრელი მაინც უნდა იყოს ვენტილაციისთვის. ერთი გააკეთეთ ბოქსის ზედა ნაწილში, მეორე კი მოპირდაპირე მხარეს ქვედაში.



განათება


ie-v-groubokse.jpg

რამდენადაც ჩვენ გიყვებით იაფი ვარიანტის შესახებ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უმჯობესია განვიხილოთ შუქდიოდური მოწყობილობები. იგულისხმება საყოფაცხოვრებო ნათურები და არა სპეციალური ფიტო სანათები. ბუჩქის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მოხმარებული სიმძლავრე უნდა იყოს მინიმუმ 180-230 ვატი. განათების ტემპერატურა 3500კ (იდეალურ შემთხვევაში). ეს მაჩვენებლები მოუხდება მცენარეს განვითარების ყველა ეტაპზე. თუ გსურთ მაქსიმალური შედეგის მიღება, შეგიძლიათ გამოიყენოთ განათების სხვა და სხვა ტემპერატურები:

  • 6000კ (ცივი) - ვეგეტაციის ეტაპისთვის;
  • 2500კ (თბილი) - ყვავილობის სტადიისთვის.
ვიღაც იტყვის, რომ საყოფაცხოვრებო ნათურების გამოყენება უაზრობაა, რადგან მებაღეს შეუძლია გამოიყენოს სპეციალიზირებული ფიტო განათებები. მოცემულ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ეკონომიური ბიუჯეტით კარგი შედეგის მიღებას.

გახსოვდეთ, რომ უმჯობესია 2 სტრეინის მოყვანა ოპტიმალური განათებით, ვიდრე ოთხის მოყვანა სინათლის დეფიციტით. მეორე შემთხვევაში მოსავალი ბევრად უარესი იქნება.



ვენტილაცია


roubokse.jpg

განვიხილოთ სავენტილაციო სისტემის 2 ძირითადი კომპონენტი:

  • ვენტილატორი
  • ნახშირის ფილტრი
პირველი მოწყობილობის სიმძლავრეს არჩევენ ყუთის მოცულობის მიხედვით. მისი გათვლა მარტივი ფორმულის საშუალებით არის შესაძლებელი: სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე. მაგალითად, 0,8х0,8х1,7 ზომის კონსტრუქციის მოცულობა იქნება 1,1კუბური მეტრი. კარგი იქნება, თუ ქულერი შეძლებს ჰაერის გატარებას საათში დაახლოებით 60-ჯერ (წუთში 1-2-ჯერ). ვამრავლებთ 1,1-ს 60 წუთზე და მივიღებთ სიმძლავრეს 65მ3/საათში.

ამ მოწყობილობის გარეშე გროვინგის დაწყება სარისკოა, მით უმეტეს სახლში მოყვანისას. შეგიძლიათ თავად დაამზადოთ ან გამოიყენოთ მზა ვენტილატორი. ნახშირის სიმძლავრეც მ3/საათში იზომება. მისი მაჩვენებელი უნდა შეესაბამებოდეს ქულერის სიმძლავრეს, ან ცოტა აღემატებოდეს მას. იდეალური იქნება, თუ მისი სიმძლავრე ვენტილატორისას 20%-ით აღემატება. არასდროს არ შეიძინოთ ქულერზე ნაკლები სიმძლავრის ფილტრი. ასეთ შემთხვევაში ის მალე გაიჭედება და შეწყვეტს კანაფის სუნის შეკავებას.



სინათლის ამრეკლავი ზედაპირი


ის გათვლილია მცენარისთვის მაქსიმალური რაოდენობის ფოტონების მისაღებად. თუ ბოქსში არ არის ამრეკლავი, მისი კედლები შთანთქავენ სინათლის უმეტეს ნაწილს.

შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია კედლების შეღებვა თეთრი (სასურველია„მატი“) საღებავით. ეს დაგეხმარებათ სინათლის დაახლოებით 80%-ის არეკვლაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ პენოფილი ან იზოფოლი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წარმოდგენილი მასალები გახლავთ თერმო იზოლატორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ჰაერის ტემპერატურა ბოქსში. ფასისა და ეფექტურობის ყველაზე ოპტიმალური თანაფარდობა აქვს სპეციალურ სინათლის ამრეკლავ ფირებს, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი ფოლგა.



დამატებითი ხელსაწყოები


თუ დაგრჩებათ სახსრები, შეიძინეთ მოწყობილობები, რომლებიც გათვლილია მიკრო კლიმატისა და კულტივირების გარემოს მაჩვენებლების კონტროლისათვის. ასეთია მეტეოსადგური (ის აუცილებლად უნდა იყოს ყველა გროვერის სახლში), სხვა და სხვა рН და TDS საზომები. ასევე შესაძლებელია სხვა და სხვა თაიმერების, სინათლის დიმერების და ქსელური ფილტრების შეძენა, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.



საშუალო ფასის და ტოპ ბოქსების ვარიანტები


ffdb2e48.jpg

მთავარი განსხვავება ამ გროუბოქსებს შორის ნორმალურ ფიტო განათებასა და ადამიანის ჩარევის საჭიროების არქონაშია. დამოუკიდებლად აწყობის ნაცვლად შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ბოქსი.

ყველგან იყიდება მზა 50х50х160 ბოქსები, განათების ეფექტური საშუალებები, კვანტუმბორდი სამსუნგის სხვა და სხვა შუქდიოდებზე. თითოეული დახარჯული ლარი აგინაზღაურდებათ მოსავლით. სტრეინი საჭიროებს არა უმეტეს 230 ვატისა, ვგულისხმობთ საყოფაცხოვრებო ნათურებს. თუ განვიხილავთ სპეციალიზირებულ შუქდიოდურ ფიტო მოწყობილობებს, მათი სიმძლავრის განახევრება შეიძლება.

აწყობილ გროუბოქსი შეგიძლიათ შეავსოთ სხვა და სხვა ავტომატიზირებული სისტემები. თუ გაქვთ სახსრები, საშუალო ბიუჯეტური ბოქსი თავისუფლად შეიძლება გადააკეთოთ ელიტარულად. საკმარისია შეხვიდეთ გროვერული მოწყობილობების მაღაზიაში და ყველაფერზე კონსულტანტები თავად იზრუნებენ.



დასკვნა


შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზა ყუთი მარტივი ასაწყობია მინიმალური ბიუჯეტით. თუ გაქვთ ბევრი ფული, შეგიძლიათ აღჭურვოთ სრულად ავტომატიზირებული ბოქსი, რომელიც დამოუკიდებლად მართავს ყველა მაჩვენებელს. ფულს შეუძლია ბევრი პრობლემის გადაჭრა, ეს თემა მოცემულ სტატიას არ ეხება, რადგან უკვე გაქვთ სრული ინსტრუქცია, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ უფულობის შემთხვევაში.

 
Назад
Сверху