რა არის ქოქოსის სუბსტრატი და რისთვის გამოიყენება ის

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი



  • შესავალი

  • რა არის „ქოქოსი“

  • ქოქოსის უპირატესობანი

  • ქოქოსის მინუსები

  • ქოქოსის სუბსტრატის მომზადების წესი

  • მორწყვისა და „კვების“ ძირითადი მოთხოვნები

  • ქოქოსის დეზინფექცია

  • რა ვუყოთ ზედმეტ სუბსტრატს


შესავალი


ქოქოსის სუბსტრატის პოპულარობა მარტივად აიხსნება, რადგან ქოქოსის გამოყენებით გროვერი თავიდან იცილებს ბევრ სირთულეს, რომლებიც კანაფის ნიადაგში მოყვანას ახლავს. გრუნტის ქცევის წინასწარ განსაზღვრა არ არის მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ იყენებთ ნიადაგს სახლის სიახლოვეს და ასე თუ ისე იცით მისი თავისებურებები. სხვა მხრივ - ეს არ არის ლატარეა, მაგრამ მოულოდნელი სიურპრიზები პრაქტიკულად გარანტირებულია. იმის გამოცნობა, თუ რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ, რთულია. თავად განსაჯეთ, წარმოგიდგენთ ინდორში ნიადაგის გამოყენების მინუსების რამოდენიმე მაგალითს:

  • სტაბილური pH დონის არარსებობა;
  • მარილების გაჩენისადმი მიდრეკილება;
  • არასაკმარისი ვენტილაცია;
  • პარაზიტი მწერებით და მიკროორგანიზმებით დაავადებისკენ მიდრეკილება;
  • მასისა და მოცულობის არა ოპტიმალური თანაფარდობა;
  • საჭირო მიკროფლორის უკმარისობა;
  • ობის გაჩენის საფრთხე.
ამდენი მინუსების მიუხედევად, ქოქოსის კოირის მოთხოვნა ახლა იწყებს ზრდას, რადგან ბევრია გრვერი, რომელთაც არ იციან ქოქოსის უპირატესობანი, მისი გამოყენების საიდუმლოებანი. მოცემული სტატია ყველა კითხვას გასცემს პასუხს.



რა არის „ქოქოსი“


7d98256f.jpg

Cocos-ის სამშობლო ცნობილი არ არის. თუმცა ვარაუდობენ, რომ ქოქოსის პალმა პირველად მალაიზიაში აღმოაჩინეს. მისგან მიღებულ ხეს და პროდუქტს ოდითგანვე კოლოსალური სარგებელი მოაქვს ხალხისთვის. მეტად გავრცელებული მიმართულებებია:

  • კვების პროდუქტები;
  • მშენებლობა;
  • ავეჯის დამზადება;
  • მსუბუქი და ტექსტილის მრეწველობა;
  • ავტო მრეწველობა.
ათწლეულების წინ გამოიყენებოდა მხოლოდ ნაყოფის ქერქი, ხოლო მის შიგნით მდებარე ბოჭკოვანი მეზოკარპი სრულიად უსარგებლო იყო. ტექნოლოგიებისა და კვლევების წყალობით, კოირას გამოყენება დაიწყეს სხვა და სხვა მცენარეების კულტივირებისთვის. ღია გრუნტში გამოყენება ძვირი სიამოვნებაა. ხშირ შემთხვევაში მას ნიადაგის დანამატის, ან ძირითადი სუბსტრატის სახით ორანჟერეებსა და სათბურებში იყენებენ.

პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ქოქოსის კოირას გამოყენება კანაფის კულტივირებისთვის რამოდენიმე წლის წინ დაიწყეს. არსებობს მებაღეების ნაწილი, რომელიც მოცემული მასალის პერსპექტივებს აიგნორებს. მსგავსი მიდგომა სუბსტრატის შესახებ ინფორმაციის უკმარისობის შედეგია. ქოქოსის სუბსტრატი, ფაქტიურად, ქოქოსის ქერქია, რომელიც წინასწარ არის დაქუცმაცებული, საბოლოო მასის მესამედი არის ფანტელი, დანარჩენი ბოჭკო. მოცემული მასალა ეკოლოგიურად სუფთაა. მისი გამოყენება შეიძლება ნიადაგში დასამატებლად, ასევე მის შესაცვლელად.



ქოქოსის უპირატესობანი


g0cg0ss.jpg

ქოქოსის უპირატესობების გასაგებად, შევადაროთ ის მის ანალოგებს:

  • ტენიანობის მაღალი ტევადობა (ტენის შეკავება ათჯერ აღემატება სუბსტრატის პირველად მოცულობას, რაც კანაფის იშვითად მორწყვის საშუალებას იძლევა);
  • ორგანული სისუფთავე (გამორიცხულია მწერების და არასასურველი მიკროორგანიზმების არსებობა);
  • ნეიტრალური მჟავის რეაქცია;
  • ნარჩუნდება ფხვიერი გრუნტი მთელი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;
  • შეიცავს ჰაერის მასას, რაც ასტიმულირებს კანაფის ფესვების ზრდასა და განვითარებას;
  • ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი სახის ნიადაგს, ან დამოუკიდებლად გამოიყენება;
  • შენახვის სიმარტივე.
კანაფის კულტივირების პროცესში, კიდევ უფრო მეტ უპირატესობას აღმოაჩენთ.



ქოქოსის მინუსები


ქვეყნად იდეალური არაფერია, ყველაფერს აქვს მინუსები. წარმოგიდგენთ ქოქოსის გრუნტთან მუშაობის ძირითად მინუსებს:

  • მასალა მოითხოვს მომზადებას, სანამ მას გამოვიყენებთ;
  • გამოუცდელი მებაღეებისთვის რთულია მისი ხარისხის შემოწმება;
  • მისი ღირებულება სხვა მასალებთან შედარებით მაღალია.
ბოლო პუნქტი რა თქმა უნდა დიდი ნაკლია, მაგრამ ძუნწი ყოველთვის ორმაგს იხდის, კანაფის კულტივირების შემთხვევაშიც, ეს საკითხი აქტუალურია.



ქოქოსის სუბსტრატის მომზადების წესი


07751b45.jpg

კალკულაცია - ქოქოსის გამოყენების დაგეგმვის განუყოფელი ნაწილია. მანამ, სანამ შეუდგებით ქოქოსის სუბსტრატის მომზადებას, გათვალეთ გრუნტის საჭირო რაოდენობა. გათვლა შემდეგნაირად ხდება:

1კგ. მშრალი ქოქოსიდან მიიღება გარანტირებული 15 ლიტრი სუბსტრტატი. სტანდარტების მიხედვით, მასალა იყიდება ბრიკეტებში, რომლებისგანაც მიიღება 4 ან 7 კილოგრამი ქოქოსის გრუნტი. ყურადღებით დაათვალიერეთ შეფუთვა, მასზე აუცილებლად იქნება მითითებული საბოლოოდ მიღებული მასა. ასევე მასზე შეიძლება დატანილი იყოს სუბსტრატის მომზადების რეცეპტიც.

რა დაგვჭირდება:

  • ნებისმიერი 10 ლიტრიანი მოცულობა;
  • 5 ლიტრი თბილი წყალი;
  • ქოქოსის ბრიკეტი.
7 კგ. სუბსტრატის მისაღებად, მოცულობაში უნდა მოათავსოთ ბრიკეტი და დაასხათ სამი ლიტრი თბილი წყალი. 30 წუთის შემდეგ ხსნარი მზად იქნება. ამ პერიოდში ბრიკეტი დაიშლება და ქოქოსი გაფუვდება, გაიზრდება მოცულობაში.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავდაპირველად სუბსტრატი არ შეიცავს არანაირ სასარგებლო ნივთიერებებს, ამიტომ კანაფის მოყვანამდე ის აუცილებლად უნდა გაამდიდროთ. გამოიყენეთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი სასუქი. არ გადააჭარბოთ. წარმატებული სტარტისთვის, საბაზისო სითხეში საკმარისია რამოდენიმე თავსახურის დამატება. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კონცენტრაციის გაზრდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული თქვენმა მცენარემ მიიღოს ფესვთა სისტემის ქიმიური დამწვრობები.



მორწყვისა და „კვების“ ძირითადი მოთხოვნები


თავდაპირველად მშრალ მასალას აქვს ყავისფერი, დატენიანების შემდეგ ის საგრძნობლად მუქდება. ამის მიხედვით შეძლებთ გაგებას, თუ როდის სჭირდება მცენარეს მორწყვა. წყალი პრაქტიკულად მაშინვე იწოვება, ზედმეტი კი გაედინება დრენაჟის საშუალებით. წყლის რაოდენობის რეგულირებისთვის, ურიგო არ იქნება მისი გაზავება აგროპერლიტით ან ვერმიკულიტით. პროპორციის გათვლა მარტივია, სამ წილ ქოქოსს უმატებენ ერთი წილ ნარევს. როგორც კი სუბსტრატი მზად იქნება, დაიწყეთ სასუქის დამატება. მოერიდეთ ქლორის, კალიუმის და ნატრიუმის მარილების მაღალ შემცველობას. თუ ასე მოხდა, გამორეცხეთ ნიადაგი და დაამატეთ აუცილებელი კომპონენტები. რაც შეეხება სასუქის დამატებას, პროცესი მინერალური ბამბის გამოყენებით გროვინგის ანალოგიურია.



ქოქოსის დეზინფექცია


rassady-1024x777.jpg

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქოქოსის სუბსტრატში არ არის არანაირი პათოგენები და მავნებელი მწერები. მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა. შესაბამისად ის არანაირად არ ავნებს მცენარეს. ყველაფერი დაიწყეთ საბაზისო ქმედებებით, წინასწარ გაჟღინთეთ ხსნარი ფიტოსპორინით. ასე სუბსტრატი გაჯერდება სასარგებლო მიკროორგანიზმებით. კულტივირების დროს ის დაგიცავთ მავნე ცოცხალი ორგანიზმებისა და სოკოვანი ინფექციებისაგან.



რა ვუყოთ ზედმეტს


თუ შემთხვევით ბევრი შემავსებელი გამოგივიდათ, არ იჩქაროთ მისი გადაყრა. დაელოდეთ წყლის აორთქლებას, ამისათვის გამოიყენეთ ღია კონტეინერი, მოათავსეთ მასში ქოქოსი, რათა მიეწოდებოდეს ჰაერი. როგორც კი კვლავ დაგჭირდებათ გრუნტი, დაასველეთ სუბსტრატი და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

რაც შეეხება დამუშავებულ ქოქოსს, საკმარისია ის გადააგდოთ ღია გრუნტში, გარკვეული დროის შემდეგ ის გამოიწვება და გარდაიქმნება სასუქად.

 
Назад
Сверху