დამწყები გროვერის 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
შინაარსი


  • 1. მცენარის მოულოდნელი სიკვდილი
  • ამონაზარდის მოულოდნელი სიკვდილი
  • ღეროს ლპობა
  • ფესვების ლპობა
  • 2. ტექნიკური გაუმართავობა
  • ცუდი ნასოსი
  • გამწოვი ვენტილატორის დაზიანება (გათიშვა)
  • ნათურები არ ირთვება
  • გაითიშა ელექტროენერგია
  • 3. კანაფის მექანიკური დაზიანება ან სიკვდილი
  • სუპერ კროპინგის შეცდომები
  • ვარჯიშის სხვა შეცდომები
  • ცხოველმა შეჭამა თქვენი კანაფი
  • 4. კანაფის გირჩებზე შეიმჩნევა ანომალიები
  • სტაფის მძაფრი ბოლი
  • 5. არ ჩნდება გირჩები
  • მამრი მცენარეები
  • რევეგეტაცია
  • ავტომოყვავილე ჯიში არ ყვავის
  • 6. შეუძლებელია სიცხის კონტროლი
  • სითბოს ტალღა
  • ცუდი ვენტილაცია
  • 7. წყლის ნაკლებობა
  • 8. მავნებელი მწერები
  • 9. ობი
  • თეთრი ფქვილისებური ნამი
  • ყვავილედის ობი
  • ობი შრობისა და დაძველების დროს
  • ობი დაძველების დროს
  • 10. კანაფის მოყვანასთან დაკავშირებული სხვა არასასიამოვნო პრობლემები
  • მცენარე ხდება ყავისფერი, ყვითლდება ან ჰგავს დამწვარ მცენარეს
  • ჰერმაფროდიტების და თესლების გაჩენა
საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა რა თქმა უნდა სასარგებლოა, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. კერძოდ, კანაფის მოყვანისას დებიუტანტებმა შეიძლება დაუშვან ფატალური შეცდომები. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ გავრცელებულ და ხშირ შემთხვევებს. ზოგის გამოსწორება შესაძლებელია, ზოგი კი იწვევს გროვის განადგურებას.

image.jpg

 

1. მცენარის მოულოდნელი სიკვდილი


დღეს თქვენი მცენარე კარგად არის, შემდეგ დღეს კი აღმოაჩენთ, რომ მკვდარია.

 

ამონაზარდის მოულოდნელი სიკვდილი


1-2.jpg

დამჭკნარი ნერგი

ტერმინი „დემპფირება“ გასულ წლებთან შედარებით გვხვდება იშვიათად, მაგრამ გროვერებს მისი ახლაც ეშინიათ. ჭკნობა - არის ზედმეტი მორწყვის შედეგი. ზედმეტი წყალი კანაბისისთვის შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს!

 

ღეროს ლპობა


ღეროს ლპობა იწყება მაშინ, როდესაც მცენარის ნიადაგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება სველი. ღეროს ქვედა ნაწილი რბილდება და ბუჩქი ფაქტიურად „ეცემა“. მცენარე ჩანს სრულიად ჯანმრთელი, სანამ არ წაიქცევა.

2-1.jpg

ეს მცენარე ვითარდებოდა მანამ, სანამ დაიწყეს მისი ქვევიდან მორწყვა (მოცულობას დგამდნენ წყლით სავსე პადონზე რამოდენიმე დღის განმავლობაში). ნახეთ, როგორი სველია ნიადაგი. შედეგად ღერო დარბილდა და ბუჩქი მასზე ძლივს ჩერდებოდა...

მცენარის გამაგრება სკოტჩით და ჯოხებით უკვე გვიანი აღმოჩნდა. მცენარეს მიადგა ზიანი და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.

 

ფესვების ლპობა


ფესვების ლპობა - ჰიდროპონიკაში მცენარის სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია. თქვენ აკვირდებით სწრაფად მზარდ, ჯანმრთელ მცენარეს, მეორე დღეს კი ის აღარ გხვდებათ.

3-1.jpg

ფესვების ლპობით გამოწვეული დაგრეხილი ფოთლების მაგალითი

შენიშვნა: აიცილეთ თავიდან ფესვების ლპობა, აკონტროლეთ სითბო და გამოიყენეთ ფესვების გასაძლიერებელი სასუქი.

 

2. ტექნიკური გაუმართავობა


 

ცუდი ნასოსი


ჰიდროპონური მოყვანისას, მცენარის ფესვები საჭიროებს ჟანგბადით გაჯერებულ წყალს. თუ ნასოსი გამოდის მწყობრიდან, ან გამოერთდება მილი, ფესვთა სისტემა განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას და მცენარე იწყებს ლპობას.

4-1.jpg

ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ლპობის მაგალითი.

 

გამწოვი ვენტილატორის დაზიანება (გათიშვა)


თუ გამწოვი ვენტილატორი შეწყვეტს მუშაობას ან შემთხვევით გამოირთვება დენის წყაროდან, ტემპერატურა შეიძლება მალე გაიზარდოს. თუ გამოიყენება დიდი ნათურები, შესაბამისად იქნება მაღალი ტემპერატურა. ცხელი ჰაერის მუდმივი ვენტილაციის გარეშე მცენარე დაიტანჯება სიცხით.

5-1.jpg

ასეთ პირობებში მცენარე ერთ საათში შეიძლება მოკვდეს.

 

ნათურები არ ირთვება


შესაძლებელია უყურადღებობის, ან ტაიმერის გაფუჭების გამო მცენარემ არ მიიღოს სინათლე. ყოველთვის არის ალბათობა, რომ ნათურა გადაიწვება, ან გამოირთვება დიოდური პანელი. მცენარეს არ უყვარს სიბნელეში დიდი ხნით გაჩერება და იწყებს გაყვითლებას. განათების არათანაბარმა რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს რევეგეტაცია და სხვა პრობლემები.

6-1.jpg

ხანგრძლივი სიბნელის პერიოდი შეიძლება გახდეს თესლების კოკრების გაჩენის მიზეზი. აღნიშნული გარემო ასევე მიაყენებს ზიანს მოსავალს.

 

გაითიშა ელექტროენერგია


არ არის გამორიცხული, რომ შეგიწყდეთ ელექტრო ენერგიის მიწოდება. ამ შემთხვევაში ყველა თქვენი მოწყობილობა გაითიშება. არსებობს მსგავსი პრობლემის თავიდან არიდების მრავალი საშუალება, მაგრამ ის მოითხოვს ფინანსებს.

კანაბისი ვერ იტანს სიცივეს. თუ თქვენ შეგიწყდათ ელ.ენერგიის მიწოდება და მცენარე აღმოჩნდება სიცივეში, შესაძლებელია გამოვლინდეს მრავალი უცნაური სიმპტომი.

7-1.jpg

ამ მცენარის ზედა ფოთლები გათეთრდა მას შემდეგ, რაც ღამე ტემპერატურა დაეცა 7 ° C-მდე.

 

3. კანაფის მექანიკური დაზიანება ან სიკვდილი


სინათლის წყარო შეიძლება ჩამოვარდეს და დაეცეს ბუჩქებს. განათება მძიმე და მოუხერხებელია, მით უმეტეს, რომ ჩვენ მუდმივად გვჭირდება მათი მდებარეობის შეცვლა.

რჩევა პროფესიონალისგან: გამოიყენეთ თოკის საკიდები, რათა არეგულიროთ ვენტილატორის და განათების განთავსების სიმაღლე.

 

სუპერ კროპინგის შეცდომები


სუპერკროპპინგი - ეს არის ღეროების გადახრის მეთოდი, რომლის დროსაც ღერო დიდი ალბათობით გადატყდება. თქვენ შეგიძლიათ შეაწებოთ დაზიანებული ტოტი. ეს ქმედება ძალიან ჰგავს გიფსის დადებას. დიდი ალბათობით, მცენარე გამოჯანმრთელდება, მაგრამ სერიოზული დაზიანებისას, ერთად ერთი გამოსავალი ტოტის ამპუტირებაა.

8-1.jpg

მოცემულ ფოტოზე გროვერს გაუმართლა. მან მოახერხა და შეაერთა დაზიანებული ტოტები, დაამაგრა ლენტით და გადაარჩინა მცენარე.

 

ვარჯიშის სხვა შეცდომები


როდესაც საქმე მცენარეების ვარჯიშს ეხება, საჭიროა ბევრი გადახრა და მანიპულირება. ზოგჯერ თქვენ შემთხვევით ტეხთ ან აპობთ ტოტს, მაშინაც კი თუ ძალიან ფრთხილობთ.

9-1.jpg

 

ცხოველმა შეჭამა თქვენი კანაფი


კატებს და ძაღლებს უყვართ კანაბისის ფოთლების ღეჭვა. თუ მოიძიებთ გუგლში, ნახავთ ფოტოებს, თუ როგორ ღეჭავენ ფოთლებს ირმები, კურდღლები და სხვა ცხოველები.

10-1.jpg

გროურუმში საყვარელი ლეკვის ვიზიტის შედეგი.

 

4. კანაფის გირჩებზე შეიმჩნევა ანომალიები


არ არის სუნი, ან არომატი არასასიამოვნოა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც გროვერები უშუალოდ გირჩებთან, მოსავლის აღების შემდეგ აწყდებიან. სუნის არქონა, ან არასასიამოვნო არომატი გამოწვეულია გენეტიკით (გემო და არომატი დამოკიდებულია გენეტიკაზე) ან გაშრობითა და დაძველებით. ხშირად სუნი მძაფრდება და უმჯობესდება გირჩების ქილებში რამოდენიმე კვირით დაყოვნების შემდეგ.

როდესაც ყვავილედები კარგავენ სუნს ხარვესტის შემდეგ, ეს ხშირად გამოწვეულია ცუდ პირობებში გაშრობით (სიცხე, მშრალი ან ცუდად ცირკულირებადი ჰაერი). ყვავილედების გასაშრობად შემოჭრა დაბალი ტენიანობის დროს, ასევე შეიძლება იყოს გემოსა და არომატის დაქვეითების მიზეზი.

11-1.jpg

გირჩების გაშრობა ქილებში (ან ნებისმიერ ჰერმეტულ კონტეინერში) დროთა განმავლობაში აუმჯობესებს სუნს.

 

სტაფის მძაფრი ბოლი


შეიძლება არასასიამოვნო იყოს, როდესაც გირჩები ძლიერ „გაწვებათ“ მოწევისას. არაფერი არ გიშლით ხელს გადააქციოთ ისინი ჰაშიშად, საკვებ პროდუქტად, ზეთად ან ნაყენად. ზოგჯერ ვეპორაიზერის გამოყენებაც ამსუბუქებს ბოლის სიმძაფრეს.

რა იწვევს განჯის ამ თავისებურებას?

შესაძლოა, ყვავილედები ფორმირდებოდა ცხელ გარემოში ან დაზიანებული იყო ახლო მანძილზე დამონტაჟებული სანათებით (მსუბუქი დამწვრობა). კიდევ ერთი ვარიანტია - არასაკმარისი საკვები ნივთიერებები, რის გამოც კანაფის გირჩები უფერულდება ან ხდება ყავისფერი. შესაძლებელია მებაღეს ჰქონდა პრობლემები გაშრობის დროს (სიცხეში, დაბალი/მაღალი ტენიანობის, ჰაერის ცუდი ტენიანობის დროს). იგივე შეიძლება მოხდეს სოკოს ინფექციების, უხარისხო შრობის, ზრდის სინთეთიკური რეგულატორების გამოყენების და სხვა მრავალი მიზეზის დროს.

 

5. არ ჩნდება გირჩები


 

მამრი მცენარეები


კანაბისი შეიძლება იყოს მდედრი და მამრი. თუ გროვინგს დაიწყებთ ფემინიზირებული თესლებით, იმის ალბათობა, რომ მცენარე იქნება მამრი და წარმოიქმნება არააქტიური მტვრის პარკუჭები, არის 50%. სამწუხაროდ, თქვენ ვერ განსაზღვრავთ მცენარის სქესს ყვავილობის დაწყებამდე.

12-1.jpg

სრულად ფორმირებული მამრი მცენარის მაგალითი ყვავილედების ნაცვლად მტვრის პარკუჭებით.

 

რევეგეტაცია


სახელწოდებიდანვე გასაგებია პროცესის არსი. უკვე მოყვავილე მცენარე მოულოდნელად უბრუნდება აქტიური ზრდის სტადიას (ვეგას).

13-1.jpg

რევეგეტაციის შედეგის მაგალითი

 

ავტომოყვავილე ჯიში არ ყვავის


ავტომოყვავილე შტამი, როგორც წესი, სწრაფად მწიფდება. დარგეთ თესლები და 3-4 კვირაში ის ავტომატურად გაიხარებს. უკვე 2-3 თვეში გაღვივებიდან, ავტომოყვავილეების უმრავლლესობა მზად არის ხარვესტისთვის. თუმცა, ზოგჯერ ყვავილობა არ იწყება ავტომატურად სელექციის ან მუტაციის გამო. როდესაც ეს ხდება, მცენარეს უნდა მოექცეთ ფოტოპერიოდულის მსგავსად და გადაიყვანოთ 12/12 განათების რეჟიმზე.

14-1.jpg

საბედნიეროდ, თუ თქვენ უკვეთავთ სათეს მასალას საიმედო სელექციონერს, რომელიც ავტომოყვავილე ჰიბრიდებით არის დაკავებული, მსგავსი რამ იშვიათად ხდება!

 

6. შეუძლებელია სიცხის კონტროლი


 

სითბოს ტალღა


სამწუხაროდ აუთდორში ამინდის კონტროლი შეუძლებელია..

15-1.jpg

გირჩების დაზიანება 1 კვირიანი სიცხის შემდეგ.

 

ცუდი ვენტილაცია


იწვევს იგივე პრობლემას, რასაც სიცხე! სითბოს დარტყმამ შეიძლება გამოიწვიოს ყვავილედებზე უცნაური წანაზარდები, რომლებიც „მელიის კუდების“ სახელით არის ცნობილი.

16-1.jpg

კანაბისის ყვავილედის ნიმუში, რომელიც დაზიანებული იყო სინათლის დიდი რაოდენობის და მაღალი ტემპერატურის გამო.

 

7. წყლის ნაკლებობა


არასდროს არ უნდა დაივიწყოთ მორწყვა. მრავალმა შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მოცდენა. მაგალითად, სასწრაფოდ სადმე წასვლა, დაკავებულობა, ან სტუმრები სახლში. ამის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ წვეთოვანი მორწყვის გამოყენებით.

17-1.jpg

ამ ბუჩქის მორწყვა უბრალოდ დაავიწყდათ.

 

8. მავნებელი მწერები


წარმოგიდგენთ რამდენიმე გავრცელებულ მავნებელ მწერს, რომლებიც უტევენ კანაბისს:

  • სოკოს ქინქლა (ნაკლებად საშიში, მარტივი მოსაშორებელია, ნიადაგის მსუბუქად შეშრობის საშუალებით);
  • თრიფსები (საშუალო სირთულის, აზიანებენ ფოთლებს);
  • აბლაბუდიანი ტკიპა (პრობლემური მწერი, ახვევს ქსელში გირჩებს);
  • ტკიპა (რთული პრობლემაა, აზიანებს ამონაზარდებს და ახდენს ფოთლების დეფორმაციას);
  • კანაფის მოწითალო-ყავისფერი ტკიპა (პრაქტიკულად კლავს ღეროს, სრულად ფარავს გირჩებს);
  • მუხლუხო, ციკადები და სხვა სახეობის მწერები, რომლებიც ჭამენ ფოთლებს (აუთდორში);
  • უმჯობესია ჩაატაროთ პროფილაქტიკა, მაგრამ თუ მცენარე ზიანდება, არსებობს მრავალი ბიო საშუალება, რომელიც დაიცავს მას.
 

9. ობი


 

თეთრი ფქვილისებური ნამი


თეთრი, ფქვილის მსგავსი ობი, ისევე როგორც ობის სხვა სახეობები, ჩნდება სიცხეში, ტენიანობასა და ჰაერის ცუდი ცირკულაციის ადგილებში.

18-1.jpg

თეთრი ლაქები - თეთრი ფქვილისებური ნამის შედეგი.

 

ყვავილედის ობი


გირჩების ლპობა - ზედმეტად მკვრივი გირჩების მაღალი ტენიანობის და ცუდი ჰაერის ცირკულაციის გარემოში ყოფნის შედეგი. ლპობის პირველი ნიშანი გაყვითლებული ფოთლებია, რომლებზეც ჩნდება ობი.

19-1.jpg

ფოთლები ცვივა ყველგან, სადაც წარმოიქმნება ობი, ყვავილები ყავისფერია, ნაცრისფერი ან ობიანი.

მნიშვნელოვანია! ობიანი გირჩების მოწევა საშიში არ არის!

 

ობი შრობისა და დაძველების დროს


თუ თქვენს შერჩეულ ადგილზე არის ცხელი, ტენიანი ჰაერი, შრობის დროს შეიძლება გაჩნდეს ობი. ყველაზე ხშირად ეს ხდება მაშინ, როდესაც ყვავილედები ეხება ერთმანეთს (მაგალითად, დაკიდებული მთელი მცენარე ან დიდი რაოდენობის გირჩების ერთად შრობა).

20-1.jpg

ეს გირჩები ძალიან მასიურია და შრობის დროს მოთავსებულია ერთმანეთთან ზედმეტად ახლოს. მარჯვენა მცენარეზე წარმოიქმნა ობი რამოდენიმე გირჩზე, რომლებიც ერთმანეთს ედებოდა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია მოჭრათ ტოტები და დაკიდოთ ისინი ცალკე, მანძილი მათ შორის 5-10 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს.

 

ობი დაძველების დროს


სველ ყვავილედებზე ობი ქილებშიც შეიძლება გაჩნდეს. გირჩების ზედაპირი არასდროს არ უნდა იყოს სველი!

21-1.jpg

კანაფის გირჩებზე გაჩნდა ობი, რაც ფაქტიურად აფუჭებს მოსავალს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ასეთი განჯა.

 

10. კანაფის მოყვანასთან დაკავშირებული სხვა არასასიამოვნო პრობლემები



მცენარე ხდება ყავისფერი, ყვითლდება ან ჰგავს დამწვარ მცენარეს


ეცადეთ გამოავლინოთ დაავადებული მცენარის დიაგნოზი. ეს შეიძლება იყოს საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ან განათების ზედმეტი სიახლოვე მცენარესთან. თავდაპირველად შეაფასეთ კლიმატური პირობები, გამოიკვლიეთ ნიადაგი და შემდეგ დასვით დიაგნოზი.

 

ჰერმაფროდიტების და თესლების გაჩენა


ბიოლოგიის კურსიდან აუცილებლად გემახსოვრებათ, რომ ჰერმაფროდიტი ორივე სქესისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე მცენარეა. კანაფს მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს სტრესის შედეგად, თუმცა შესაძლებელია ეს გენეტიკის ბრალიც იყოს. გენეტიკის პრობლემა მოგვარებადია, თუ სათეს მასალას სანდო მომწოდებლებისგან შეიძენთ. რაც შეეხება სტრესს, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სინათლით ან იყოს სითბური. ჰერმაფროდიტი წარმოქმნის მტვრის პარკუჭებს და გირჩებს.

არ დაუშვათ უხეში შეცდომები, ეცადეთ მიჰყვეთ წინასწარ შედგენილ გეგმას აგროტექნიკის კონტექსტში. შეასრულეთ ყველაფერი ზუსტად და თანმიმდევრობით. მაშინ არანაირი შეცდომა არ იქნება დაშვებული და გროვი აუცილებლად გაგახარებთ შედეგით.

 
Последнее редактирование модератором:
Назад
Сверху