როგორ გავაჯეროთ ორანჯერიაში ჰაერი ნახშირორჟანგით?

Вредная тут Я (^-^)
Команда форума
₲19,886
არსებობს რამოდენიმე ეკონომიურად მომგებიანი მეთოდი ინდორ - გროვერებისათვის. ნახშირორჟანგის გენერატორები იღებენ  CO2 -ს და წყლის ორთქლს, ბუნებრივი გაზის დაწვით, ან პროპანის შეკუმშვით. ნახშირორჟაგის შეძენა ასევე შესაძლებელია მაღაზიებში, სადაც ყიდიან შესადუღებელ ინსტრუმენტებს. ის იყიდება როგორც შეკუმშულ მდგომარეობაში, ასევე ბალონებში 5,20,35 ან 50 ფუნტით. იმისათვის რომ შენარჩუნებულ იქნას CO2  ინტერვალებით გამოშვება და მუდმივად მისი დონის შენარჩუნება, ბალონზე აუცილებელია რეგულატორი, ინფრაწითელი სენსორი /ან ტაიმერი.

ნახშირორჟანგით რეკომენდირებული გაჯერება მერყეობს 1000 და 2000 ppm (.: ppm – parts per million აღნიშნავს პროპორციას „ერთი მილიონთან“ , მაგ 1 მლ 1 კუბურ მეტრზე =1 ppm), და დამოკიდებულია სინათლის ინტენსივობაზე, მერყეობს სხვადასხვა სტადიებზე, თესლის გაღივებიდან, ან დაჩითილებიდან დაწყებული დამწიფებით დამთავრებული. ზრდისას ატმოსფეროს ნახშირორჟანგით გაჯერების დროს,იზრდება ფოთლების შესაძლებლობა ფოტოსინთეზზე.  CO2  მეტაბოლიზმის შეცვლით ზრდის მიმართ, დამწიფების ნაცვლად.ნახშირორჟანგით გაჯერება ხდება ფინალურ მომენტამდე, ასევე გამოშრობის დროს, რომ განუვითარდეს დამატებითი მეტაბოლიზმი. ეს კეთდება ციფრული რეგულატორის დახმარებით

CO2  დონის გაზრდა შეიძლება გამოვიყენოთ მეტად ინტენსიურ განათების დროს (50 ვატზე მეტი ერთ კვადრატულ ფუტზე, ან 470 ვატი კვ.მეტრზე), განსაკუთრებით ვეგეტაციის დროს, როდესაც გარშემო ტემპერატურა შესაძლოა აიწიოს 32 გრადუსამდე. ვეგეტაციის დროს ადრეული ყვავილობის პერიოდში CO2   1600–2000 ppm დონეზე უნდა გვეჭიროს.ხოლო როდესაც გირჩები იწყებენ ზრდას, გარშემო ტემპერატურას მე ვაყენებ 27 გრადუსზე დაბლა და ნახშირორჟანგის დონეს ვუშვებ 1000-1200 ppm. მაღალი ტემპერატურა აუცილებელია, რომ მცენარის მეტაბოლიზმმა შეძლოს მთლიანად გამოიყენოს ნახშირორჟანგის აწეული დონე, მაგრამ ანადგურებს კანაბინიონებს ფისოვან ჯირკვლებზე.

წყარო: ОЛК

 
Назад
Сверху