შინაარსი
რა სარგებელი მოაქვს სინათლეს კანაბისისთვის?
სინათლე, როგორც ყველა მცენარის, კანაბისისთვისაც ენერგიის წყაროს წარმოადგენს, რომლის განვითარებაზეც გავლენას ჟანგბადი, ნახშირბადის დიოქსიდი და სასარგებლო კომპონენტები ახდენს. ჩამოთვლილი კომპონენტები მცენარის საშენ მასალას წარმოადგენენ, რომლების გააქტიურებაც აუცილებელია. თუ მცენარის ზრდას მშენებლობას შევადარებთ, საკვები ელემენტები აგურის, ბეტონის და სხვა მასალების როლშია, ხოლო განათება - სამშენებლო ბრიგადაა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს.
სწორედ სინათლის ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს ფოტოსინტეზის პროცესი, რომლის დროსაც სითხე და ნახშირორჟანგი გარდაიქმნება სახამებლად და შაქრად, რომლებიც ასრულებენ საკვების ფუნქციას. ამაში ბუჩქს სპეციალური პიგმენტები - ქლოროფილები და კაროტინოიდები ეხმარება, ისინი შთანთქავენ სინათლის ენერგიას. ქლოროფილი ითვისებს ლურჯ და წითელ სპექტრს, კარატინოიდი - მხოლოდ ლურჯს.
გარდა ამისა, სინათლე სიგნალის ფუნქციასაც ასრულებს. გარკვეული სპექტრების დიაპაზონების საშუალებით, კანაფი იგებს, თუ როდის დგება განვითარების შეჩერების, ყვავილობის დაწყების და ნაყოფიერების დრო. დაწვრილებით ამ თემას სპექტრების ნაწილში განვიხილავთ.
მარიხუანა და სპექტრები
სინათლის სპექტრს სხვა და სხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ერთობლიობას უწოდებენ, საზომი ერთეული ნანომეტრია (ნმ). სხვა და სხვა სიგრძის ტალღებს ადამიანი განსხვავებულ ფერებში ხედავს: იისფერი, ცისფერი, თეთრი და სხვა. სინათლე ისეთივე გამოსხივებაა, როგორც მაგალითად რადიოტალღა, კანაბისი კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი რადიომიმღები. ტალღების ნაწილს მცენარე მეტად, ნაწილს კი ნაკლებად ეფექტურად ითვისებს. ამიტომ, განსხვავებული განათება განსხვავებულ გავლენას ახდენს მცენარეზე.
კვლევებმა გვიჩვენა, რომ მცენარის სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება 3 ძირითადი სპექტრი:
კანაბისის ფოტოპერიოდი
მარიხუანას ძალიან უყვარს შუქი და საჭიროებს მინიმუმ 12 საათიან განათებას დღე-ღამეში. თავდაპირველად კანაბისი უნდა დაიყოს 2 სახეობად: ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდული.
ავტომოყვავილე ყვავილობას იწყებს ავტომატურ რეჟიმში, იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გრძელდება სინათლის დღე. ავტომოყვავილეებისთვის არსებობს რამდენიმე ძირითადი ციკლი დღე/რამე:
კანაბისის განათება ღია სივრცეში
ღია სივრცეში კანაბისის კულტივირებისას, მებაღეს განათების ინტენსივობაზე ზემოქმედების მინიმალური შესაძლებლობები აქვს, ვინაიდან, განათება დამოკიდებულია მხოლოდ მზეზე. თუმცა, რაღაცეების შეცვლა მაინც არის შესაძლებელი.
ლოკაციის შერჩევისას, ორიენტირებული იყავით არა მხოლოდ გრუნტის მოსავლიანობაზე და მის უსაფრთხო მდებარეობაზე, არამედ განათებაზეც. თუ მინდორში არის ნივთები, რომლებიც ჩრდილავს თქვენს ბუჩქს, მოაშორეთ ისინი. მარიხუანა დარგეთ მწკრივებად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ისე, რომ გადაიკვეთოს მზის მოძრაობის ზოლი. ამგვარად მცენარე მაქსიმალურად იქნება გაჯერებული მზის ენერგიით.
კანაბისის განათება დახურულ სივრცეში
სახლის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ნათურა. ერთი შეხედვით, პროცესი მარტივია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
შეცდომები განათების შერჩევისას
სინათლეს მარიხუანასთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. საზღვრების დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის ენერგიის ნაკლებობა ან სიჭარბე, რაც ნამდვილად არ აისახება მცენარეზე დადებითად. დამწყები მებაღეები ძირითადად შემდეგ შეცდომებს უშვებენ:
დასკვნა
მოსავლის რეკორდული მაჩვენებლების მისაღებად არ არის საკმარისი მცენარის მხოლოდ მორწყვა და კვება. სინათლე - აი რა მოქმედებს ნამდვილად საბოლოო შედეგზე. თუ იზრუნებთ მარიხუანას განათებაზე, აუცილებლად მიიღებთ კარგ მოსავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში მინიმუმით დაკმაყოფილება მოგიწევთ.
- რა სარგებელი მოაქვს სინათლეს კანაბისისთვის?
- მარიხუანა და სპექტრები
- კანაბისის ფოტოპერიოდი
- კანაბისის განათება ღია სივრცეში
- კანაბისის განათება დახურულ სივრცეში
- შეცდომები განათების შერჩევისას
- დასკვნა
- აუცილებელი სპექტრების შესახებ;
- დამწყები გროვერების ხშირი შეცდომების შესახებ;
- როგორ უნდა მოვაწყოთ განათების სისტემა სახლის პირობებსა და ქუჩაში;
- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სინათლის წყაროს შერჩევის დროს.
რა სარგებელი მოაქვს სინათლეს კანაბისისთვის?
სინათლე, როგორც ყველა მცენარის, კანაბისისთვისაც ენერგიის წყაროს წარმოადგენს, რომლის განვითარებაზეც გავლენას ჟანგბადი, ნახშირბადის დიოქსიდი და სასარგებლო კომპონენტები ახდენს. ჩამოთვლილი კომპონენტები მცენარის საშენ მასალას წარმოადგენენ, რომლების გააქტიურებაც აუცილებელია. თუ მცენარის ზრდას მშენებლობას შევადარებთ, საკვები ელემენტები აგურის, ბეტონის და სხვა მასალების როლშია, ხოლო განათება - სამშენებლო ბრიგადაა, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს.
სწორედ სინათლის ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს ფოტოსინტეზის პროცესი, რომლის დროსაც სითხე და ნახშირორჟანგი გარდაიქმნება სახამებლად და შაქრად, რომლებიც ასრულებენ საკვების ფუნქციას. ამაში ბუჩქს სპეციალური პიგმენტები - ქლოროფილები და კაროტინოიდები ეხმარება, ისინი შთანთქავენ სინათლის ენერგიას. ქლოროფილი ითვისებს ლურჯ და წითელ სპექტრს, კარატინოიდი - მხოლოდ ლურჯს.
გარდა ამისა, სინათლე სიგნალის ფუნქციასაც ასრულებს. გარკვეული სპექტრების დიაპაზონების საშუალებით, კანაფი იგებს, თუ როდის დგება განვითარების შეჩერების, ყვავილობის დაწყების და ნაყოფიერების დრო. დაწვრილებით ამ თემას სპექტრების ნაწილში განვიხილავთ.
მარიხუანა და სპექტრები
სინათლის სპექტრს სხვა და სხვა სიგრძის ელექტრომაგნიტური ტალღების ერთობლიობას უწოდებენ, საზომი ერთეული ნანომეტრია (ნმ). სხვა და სხვა სიგრძის ტალღებს ადამიანი განსხვავებულ ფერებში ხედავს: იისფერი, ცისფერი, თეთრი და სხვა. სინათლე ისეთივე გამოსხივებაა, როგორც მაგალითად რადიოტალღა, კანაბისი კი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი რადიომიმღები. ტალღების ნაწილს მცენარე მეტად, ნაწილს კი ნაკლებად ეფექტურად ითვისებს. ამიტომ, განსხვავებული განათება განსხვავებულ გავლენას ახდენს მცენარეზე.
კვლევებმა გვიჩვენა, რომ მცენარის სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება 3 ძირითადი სპექტრი:
- წითელი (600-700ნმ.) - ის იწვევს ყვავილობის პროცესებს და ეხმარება მცენარეს ზრდასა და წებოვანი კუპრის წარმოქმნაში.
- ლურჯი (430-450ნმ.) - ის მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში მწვანე მასის წარმოქმნაში ეხმარება. თუ ბუჩქს დააკლდება ლურჯი, მისი ძირითადი ღერო დაიწყებს ნათურისკენ, სიმაღლეში ზრდას, დათხელდება და დასუსტდება.
- მწვანე (500-550ნმ.) - მართალია ფოტოსინთეზის ეფექტურობა დაბალია, სამაგიეროდ მას აქვს შეღწევის დიდი უნარი და ლურჯ შუქს ქვედა ფოთლებამდე შეღწევის საშუალებას აძლევს.
- ულტრაიისფერი С (280-315) - კლავს მცენარეს, ახდენს უჯრედების სიკვდილის პროვოცირებას და აუფერულებს ფოთლებსა და გირჩებს.
- ულტრაიისფერი В (315-380) - მცენარეზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.
- ულტრაიისფერი А (380-430) - დიდი რაოდენობის შემთხვევაში ანადგურებს ფოთლებს, საშუალო და მცირე რაოდენობის შემთხვევაში ხელს უწყობს ფსიქოაქტიური კუპრის წარმოქმნას, აუმჯობესებს დაბალი ტემპერატურისადმი მდგრადობის პარამეტრებს.
- ნარინჯისფერი (550-610) - წითელთან და მწვანესთან შედარებით ფოტოსინთეზში აქვს ნაკლები მნიშვნელობა, თუმცა ის დომინირებს დნატ ნათურებში და არ ავლენს ცუდ შედეგებს. სავარაუდოდ ეს კომპენსირდება ნატრიუმის ნათურის გამოსხივების ინტენსივობით.
- გრძელი ტალღის წითელი (720-1000) - პრაქტიკულად არ შთაინთქმება პიგმენტების მიერ, მაგრამ ასრულებს „სიგნალის“ ფუნქციას. როდესაც მცენარეს ხვდება ამ დიაპაზონის სხივები, ირთვება ყვავილობის მექანიზმი.
- ინფრაწითელი (1000 და მეტი) - ეს არის სითბო, ფოტოსინთეზში მონაწილეობას მხოლოდ ტემპერატურის ზრდით იღებს.
- გაღვივება - ლურჯი თრგუნავს ღეროს განვითარებას, ასე რომ, ამ შემთხვევაში 100%-ით წითელია რეკომენდირებული;
- ვეგეტაციის პერიოდი - ამ ფაზაში საჭიროა რაც შეიძლება მეტი შუქი, სარგებელი მოაქვს ყველა სპექტრს. ეცადეთ შეინარჩუნოთ შემდეგი პროცენტული შემადგენლობა: 30 ლურჯი, 10 მწვანე, 10 ნარინჯისფერი, 15 გრძელი ტალღის და 15 ჩვეულებრივი წითელი, 20 თეთრი;
- ყვავილობის წინა პერიოდი - ჩვეულებრივი და გრძელი ტალღის წითელი სხივი თანაბარი ფარდობით;
- ყვავილობა და მოსავლის აღება - ნახევარი წითელი და მეოთხედ-მეოთხედი ლურჯი და ნარინჯისფერი.
კანაბისის ფოტოპერიოდი
მარიხუანას ძალიან უყვარს შუქი და საჭიროებს მინიმუმ 12 საათიან განათებას დღე-ღამეში. თავდაპირველად კანაბისი უნდა დაიყოს 2 სახეობად: ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდული.
ავტომოყვავილე ყვავილობას იწყებს ავტომატურ რეჟიმში, იმის მიუხედავად, თუ რამდენ ხანს გრძელდება სინათლის დღე. ავტომოყვავილეებისთვის არსებობს რამდენიმე ძირითადი ციკლი დღე/რამე:
- 16/8 - შუალედური ციკლი;
- 18/6 - შედარებით პოპულარული;
- 20/4 - უხდება სინათლის მოყვარულ შტამებს;
- 24/0 - გამოიყენება გროვერების მცირე ნაწილის მიერ, ის არ არის რეკომენდირებული, რადგან „ძილი“ მარიხუანასთვის მნიშვნელოვანია.
- თავიდან ის იყენებს 18/6 რეჟიმს. ასეთი რეჟიმი 3-8 კვირა გამოიყენება, ხანგრძლივობა შეიძლება განისაზღვროს ჯიშის მიხედვით;
- შემდეგ განათება იცვლება 12/12-ზე, რაც მცენარეს აძლევს საშუალებას გაიგოს, რომ ყვავილობის დროა. ამაზე 1 თვიდან 4 თვემდე მიდის, ეს პერიოდიც დამოკიდებულია კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლებზე.
კანაბისის განათება ღია სივრცეში
ღია სივრცეში კანაბისის კულტივირებისას, მებაღეს განათების ინტენსივობაზე ზემოქმედების მინიმალური შესაძლებლობები აქვს, ვინაიდან, განათება დამოკიდებულია მხოლოდ მზეზე. თუმცა, რაღაცეების შეცვლა მაინც არის შესაძლებელი.
ლოკაციის შერჩევისას, ორიენტირებული იყავით არა მხოლოდ გრუნტის მოსავლიანობაზე და მის უსაფრთხო მდებარეობაზე, არამედ განათებაზეც. თუ მინდორში არის ნივთები, რომლებიც ჩრდილავს თქვენს ბუჩქს, მოაშორეთ ისინი. მარიხუანა დარგეთ მწკრივებად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ისე, რომ გადაიკვეთოს მზის მოძრაობის ზოლი. ამგვარად მცენარე მაქსიმალურად იქნება გაჯერებული მზის ენერგიით.
კანაბისის განათება დახურულ სივრცეში
სახლის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ნათურა. ერთი შეხედვით, პროცესი მარტივია, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის.
შეცდომები განათების შერჩევისას
სინათლეს მარიხუანასთვის დიდი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში - ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. საზღვრების დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის ენერგიის ნაკლებობა ან სიჭარბე, რაც ნამდვილად არ აისახება მცენარეზე დადებითად. დამწყები მებაღეები ძირითადად შემდეგ შეცდომებს უშვებენ:
- სინათლის უკმარისობა - ყველაზე ხშირად აუთდორულ კულტივირების დროს გვხვდება, როდესაც მცენარეს პირდაპირი სხივი 12 საათზე ნაკლები დროით ხვდება. დეფიციტის პროვოცირება შეიძლება არასწორი ადგილის შერჩევით მოხდეს: თუ ბუჩქი იზრდება ჩრდილში, ნორმალურ ხარვესტს ნუ დაელოდებით. თუ მარიხუანა დახურულ სივრცეში მოგყავთ, ზედმეტად ეკონომიურმა გროვერებმა შეიძლება სუსტი ნათურები შეარჩიონ, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ კანაბისს საჭირო ენერგიით, 24 საათიანი განათების შემთხვევაშიც კი.
- არასწორი გათვლა - სიტუაცია საპირისპიროა, როდესაც გროვერი ზედმეტად ძლიერ განათებას იყენებს. მაგალითად ნატრიუმის 1000ვატიანი ნათურა 50х50х100სმ გროუბოქსში. ამ შემთხვევაში გროუბოქსში ნამდვილი საუნაა. თუ არ იქნება ხარისხიანი სავენტილაციო სისტემა, ყველა მცენარე დაიღუპება. ნატრიუმის ნათურები ასევე ძალიან აშრობენ ჰაერს, ასე რომ აუცილებელია ტენიანობის კონტროლი.
- კონტეინერსა და ნათურას შორის დისტანციიის დაუცველობა - თუ ნათურა ძალიან დაბლა კიდია, ბუჩქი შეიძლება დაიწვას. ძალიან მცირედ ითვლება დისტანცია - 20 სმ-ზე ნაკლები დიოდების შემთხვევაში, დნატ-ის შემთხვევაში კი 40-60 სმ-ზე ნაკლები. ზედმეტი დაშორება ასუსტებს ღეროებს, ფერხდება სასარგებლო ელემენტების გადაადგილება. რაც მოსალოდნელ მოსავალს 30-40%-ით ამცირებს. დასუსტებული ღერო და ტოტები მძიმე ყვავილედებისგან შეიძლება გადატყდეს კიდეც.
- ნათურების მოვლა - სინათლის ყველაზე ძლიერ ნაკადსაც კი დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ გააღწიოს მტვერს, სიბინძურეს, ნაკაწრებს და იმ ყველაფერს შორის, რაც ნათურის ზედაპირზე მოხმარების შედეგად წარმოიქმნება. იმისათვის, რომ დავეხმაროთ სხივებს მოსავლის გაზრდაში, გაწმინდეთ ხოლმე ნათურა და თვალი ადევნეთ ლინზების, კოლბების და დამცავი მინის მდგომარეობას.
- ნათურის ექსპლუატაცია ამრეკლავის გარეშე - ეს პრობლემა ელის ეკონომიურ გროვერებს. თუ ეკონომიას ამრეკლავებზე გააკეთებთ, მცენარე წარმოებული სინათლის ენერგიის მხოლოდ 25%-ს მიიღებს. დანარჩენი გაიფანტება.